თბილისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

გააზიარე

ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს მე-11 საერთაშორისო ჯანდაცვის კონფერენციაზე იწვევს. მასშტაბური ღონისძიება 2026 წლის 31 მაისს, თბილისში, სასტუმრო „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“-ში ჩატარდება.

კონფერენცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, მკვლევრებს, ჯანდაცვის სექტორის ლიდერებსა და საერთაშორისო ექსპერტებს. პროექტის მთავარი მისია თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხების განხილვა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებაა.

წელს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე დელეგატი როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნიდან. მომხსენებელთა შორის იქნებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, შვედეთიდან, იტალიიდან და სხვა ევროპული სახელმწიფოებიდან.

კონფერენციის ფარგლებში დისკუსიები და მოხსენებები რამდენიმე ძირითად მიმართულებად წარიმართება:

  • ონკოლოგია და რადიოლოგია: განიხილება სიმსივნური დაავადებების აქტუალური და სადავო საკითხები, ასევე თანამედროვე რადიოლოგიის როლი ონკოლოგიური და კარდიოვასკულარული პათოლოგიების დიაგნოსტიკაში.

  • ინფექციები და ფაგოთერაპია: სესია დაეთმობა ინფექციურ დაავადებებსა და ბაქტერიოფაგების გამოყენების თანამედროვე გამოწვევებსა და პერსპექტივებს.

  • მულტიპროფესიული და პედიატრიული მედიცინა: ყურადღება გამახვილდება ქრონიკული ტკივილის მართვასა და საქართველოში ახალი პედიატრიული სერვისების განვითარებაზე.

  • ინოვაციური მიდგომები: ცალკე პანელი დაეთმობა თემას — „ხელოვნება მედიცინაში“, რომელიც ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის მხარდაჭერის თანამედროვე მეთოდებს შეეხება.

GIMPHA-ს საერთაშორისო კონფერენცია წლების განმავლობაში სტაბილურად ქმნის პროფესიულ სივრცეს, რომელიც პირდაპირ უწყობს ხელს საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და გლობალური გამოცდილების ადგილობრივ პრაქტიკაში დანერგვას.

ღონისძიებაზე დასასწრები რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 25 მაისიდან ასოციაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ამასთანავე, კონფერენციის ოფიციალური აკრედიტაციისთვის განაცხადი უკვე წარდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

კონფერენციის დეტალური პროგრამის სანახავად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ბმულს

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები