თბილისში სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026 გაიმართება

გააზიარე

12–13 ოქტომბერს თბილისი სამედიცინო და უმაღლესი განათლების სფეროს წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს უმასპინძლებს. სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება მასშტაბური კონფერენცია — ECCES 2026, რომლის მთავარი თემაა „სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება“. ღონისძიებას კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ემორის უნივერსიტეტთან პარტნიორობით აორგანიზებს.

კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას აკადემიური ლიდერების, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრების, სტუდენტებისა და დარგობრივი ინსტიტუციების წარმომადგენლების გასაერთიანებლად. ორდღიანი პროგრამა მოიცავს მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, თემატურ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და მრგვალ მაგიდებს. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სტუდენტურ სესიებში, გაეცნონ ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებს და დაამყარონ საერთაშორისო პროფესიული კავშირები.

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია უკვე ღიაა და მსურველებს განაცხადის შევსება 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ ოფიციალურ ბმულზე: https://conference.kwiu.edu.ge/#registration.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები