საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის 20 ივნისს თბილისი მნიშვნელოვან სამედიცინო ღონისძიებას უმასპინძლებს. სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ასოციაციის პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდება, რომელიც მიეძღვნება თემას: „რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი მართვის თანამედროვე ტენდენციები“.
GARSH კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს კლინიცისტებს, მკვლევრებსა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებს. სამეცნიერო პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს დარგის აქტუალურ და სადავო საკითხებს, რომლებიც სტრუქტურირებული დებატების, მიზნობრივი დისკუსიებისა და ინტერაქტიული სესიების ფორმატში იქნება განხილული.
ღონისძიება ოფიციალურად აკრედიტირებულია (აკრ. N C 1304). პირველ 100 წარმატებით დარეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება I ტიპის 6 უპგ (უწყვეტი პროფესიული განვითარების) ქულა. საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, კრედიტ-ქულების მინიჭებისთვის განკუთვნილი რეგისტრაციის ეტაპი უკვე დასრულდა.
კონფერენციის პროგრამა სპეციალურად შემუშავდა და განკუთვნილია შემდეგი მიმართულებების სერტიფიცირებული ექიმებისთვის:
-
მეანობა-გინეკოლოგია;
-
რეპროდუქტოლოგია;
-
ენდოკრინოლოგია;
-
საოჯახო მედიცინა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

