ტელემედიცინის სხვადასხვა მნიშვნელობის გასაცნობად და მისი ნამდვილი ღირებულების უკეთ გასაგებად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ სამედიცინო საზოგადოების მრავალ წარმომადგენელს ვესაუბრეთ. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, კომპანია MedVeritas Global-ის გუნდმა ჩვენ განსაკუთრებული მხარდაჭერა გაგვიწია. როგორც საქართველოში პირველი ოფიციალური ტელემედიცინის პლატფორმის წარმომადგენლების, მათი უმთავრესი მისია იმის უზრუნველყოფაა, რომ თითოეულმა პაციენტმა სამედიცინო მომსახურების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მიიღეოს. მედსკრიპტუმი-ის გუნდისთვის დიდი პატივი იყო ინტერვიუ ჩაეწერა MedVeritas Global-ის პარტნიორ კიდევ ერთ გამორჩეულ ექიმთან, დოქტორ კარლა ლოკენთან, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. დოქტორი ლოკენი სერტიფიცირებული მეან-გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგთა ამერიკული ოსტეოპათიური კოლეჯის წევრი, HerMD-ის კლინიკური ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი და ექიმია, რომელსის სამუშაო გამოცდილებაც ქალთა ჯანმრთელობის სფეროში ოც წელიწადს აღემატება.
თქვენი კარიერის განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეთ. ხომ ვერ გვიამბობდით ცოტას თქვენს შესახებ, იმ მისიაზე, რომელიც წინ მიგიძღვით? როგორია თქვენი, როგორც ექიმის, ხედვა?
“პირადად ჩემი მისია ყოველთვის იყო ქალთა ინტერესების დაცვა, განათლების გავრცელება და ინოვაციების დანერგვა, განსაკუთრებით ქალთა ჯანმრთელობისა და იმ დაავადებების მიმართულებით, რომლებიც პროპორციულად ყველაზე მეტად აზარალებს ქალებს.
ჩემი პროფესიული გზის განმავლობაში აქტიურად ვიყავი და ვარ ჩართული ტელეჯანდაცვის კლინიკურ პლატფორმაში, რამაც საშუალება მომცა პაციენტზე ზრუნვას სულ სხვა პერსპექტივიდან შევხებოდი. ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი სამედიცინო აპარატურისა და სადიაგნოსტიკო კომპანიების დახმარებას მოიცავს იმ კლინიკური მტკიცებულებების შექმნაში, რომლებიც აუცილებელია ახალი ინოვაციების მარეგულირებელ გზებზე გასატარებლად და კლინიკურ გაიდლაინებში მათ დასამკვიდრებლად. წლების განმავლობაში, ჩემი კარიერა ორიენტირებული იყო კომპანიების დახმარებაზე FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია) ავტორიზაციის გავლაში, მყარი კლინიკური კვლევების დაპროექტებასა და იმის განსაზღვრაში, ნამდვილად მოაქვს თუ არა ახალ ტექნოლოგიებს სარგებელი პაციენტებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე ვმუშაობდი მოწვეულ მთავარ სამედიცინო ოფიცრად (Chief Medical Officer) რამდენიმე სტარტაპ კომპანიისთვის, რომლებიც სამედიცინო მოწყობილობებსა და სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიებს ავითარებდნენ.
როდესაც MedVeritas-ის დამფუძნებელი, თამარი, დამიკავშირდა გუნდში შემოერთების თაობაზე, და როგორც კი კომპანიის მისია გამაცნო, მაშინვე მივხვდი, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მინდოდა ვყოფილიყავი. ვიფიქრე, რომ ეს არაჩვეულებრივი იდეა იყო და მსურდა მხარი დამეჭირა ამ ხედვის განვითარებისთვის.
თქვენ ახსენეთ თქვენი მუშაობა FDA-სთან და კომპანიების დახმარება პაციენტებისთვის ახალი ინოვაციების მიწოდებაში. ხომ ვერ გვეტყოდით მეტს ამის შესახებ?
რაც მე ყოველთვის მხიბლავდა, არის ის, რომ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობ, მარტივია თავისთავად ცხადად მიიჩნიო ის ფაქტი, რომ მრავალი სამედიცინო ინოვაცია პირველად აქ ხდება ხელმისაწვდომი. ყოველთვის ვერ აცნობიერებ, რამდენად დიდხანს უწევთ სხვა ქვეყნებში პაციენტებს ლოდინი, სანამ იმავე ტექნოლოგიებზე მიუწვდებათ ხელი და ვფიქრობ, ეს სამწუხაროა.
ჩემი როლია ვურჩიო კომპანიებს, როგორ დააპროექტონ მაღალი ხარისხის კლინიკური კვლევები, შეაგროვონ სწორი მტკიცებულებები და ეფექტურად მოემზადონ FDA-ის განხილვისთვის და ამავდროს გახადონ თავიანთი პროდუქტი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კომპანიების დახმარება იმის გაგებაში, რომ FDA-ის ნებართვის მიღება ან კლინიკურ გაიდლაინებში მოხვედრა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ექიმები გამოიყენებენ მათ პროდუქტს ან პაციენტები მისგან სარგებელს ნახავენ.
ამერიკის შეერთებული შტატები საყოველთაოდ მიიჩნევა გლობალურ ლიდერად სამედიცინო ტექნოლოგიებსა და კვლევებში. თქვენი აზრით, რამ აქცია აშშ ასეთ ლიდერად ჯანდაცვის ინოვაციებში?
ეს შესანიშნავი კითხვაა. ვფიქრობ, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა აგებულია კაპიტალისტურ მოდელზე, რაც ძლიერ სტიმულს ქმნის ახალი პროდუქტების კომერციალიზაციისთვის, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას.
თუმცა, მე აუცილებლად არ მივიჩნევ, რომ თავად ინოვაცია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის. მე ვმუშაობ კომპანიებთან და მკვლევრებთან ავსტრალიიდან, ისრაელიდან, ევროპიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. ბრწყინვალე იდეები და გარდამტეხი კვლევები მთელ მსოფლიოში ხდება.
რეალურად, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულად კარგად აკეთებს, არის წამყვანი ცენტრების განვითარება ისეთი ინსტიტუტების, როგორიცაა მეიოს კლინიკა, კლივლენდის კლინიკა, ჰარვარდი ან მრავალი სხვა. ამ ორგანიზაციებმა მსოფლიო აღიარება ათწლეულების განმავლობაში მოიპოვეს არსებული გამორჩეული კლინიკური მოვლის, კვლევებისა და განათლების წყალობით. სწორედ მათი რეპუტაცია იზიდავს განსაკუთრებულ კლინიცისტებს, მკვლევრებსა და ინვესტიციებს.
ამის მიუხედავად, მე მინახავს ფენომენალური კვლევები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ნიდერლანდები და იტალია. ზოგიერთი უმაღლესი ხარისხის კვლევა, რაც კი ოდესმე განმიხილავს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ შეიქმნა. ყოველთვის ვეძებ აშშ-ის ფარგლებს გარეთ ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებსაც პაციენტებს სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ. ხანდახან ინოვაციური მოწყობილობები ევროპულ ბაზარზე უფრო ადრე ხვდება, ვიდრე ჩვენთან, ან გარკვეული ტექნოლოგიები განსაკუთრებით კარგად არის მორგებული შედარებით მწირი რესურსების მქონე ჯანდაცვის სისტემებზე. ვიტყოდი რომ ინოვაცია არ ეკუთვნის რომელიმე ერთ ქვეყანას. დიდებული იდეები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას. ჩვენი საქმე კი სწორედ ისაა, რომ ისინი ჩვენს პაციენტებამდე მივიტანოთ.
მაშინაც კი, როდესაც ახალი ტექნოლოგია მტკიცდება აშშ-ში, შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, სანამ სხვა ქვეყნის პაციენტებს მასზე ხელი მიუწვდებათ. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ამ ნაპრალის შევსებას უწყობს ხელს, ტელემედიცინაა. თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაში ხედავთ მის მთავარ უპირატესობას?
ვფიქრობ, ტელემედიცინა შესანიშნავი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით სიმპტომების შესაფასებლად და პაციენტის მოვლის პროცესში შემდეგი სწორი ნაბიჯის განსაზღვრისთვის. მრავალი თვალსაზრისით, ეს ტრიაჟის(პაციენტთა დახარისხების) არაჩვეულებრივი სისტემაა.
არსებობენ ტელემედიცინის კომპანიები, რომლებიც ამას უაღრესად კარგად აკეთებენ. ისინი ვირტუალური მოვლის შესაბამის საზღვრებში რჩებიან და ვიდეო კონსულტაციებს სახლის სადიაგნოსტიკო ხელსაწყოებთან აერთიანებენ.
ის ფუნქცია, სადაც ვფიქრობ ტელემედიცინის ყველაზე ეფექტური გამოყენებაა შესაძლებელი, ვფიქრობ პაციენტებისთვის მათი სიმპტომების ახსნა, მათი სამედიცინო ინფორმაციის ორგანიზება და მათი მიმართვაა ყველაზე შესაფერისი მკურნალობისკენ. ხანდახან ეს უბრალოდ პაციენტის დამშვიდებას ნიშნავს, რომ ის უკვე იღებს სათანადო მკურნალობას ადგილობრივ პროფესიონალთან. სხვა დროს კი უფრო სიღრმისეული რჩევა მივცეთ მათი ჯანმრთელობის შესახებ მეორე მოსაზრების (Second opinion) სახით.
MedVeritas-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარეც სწორედ ეს არის. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მთლიანი კლინიკური სურათი, რაოდენობრივად განვსაზღვროთ სიმპტომები და დავეხმაროთ პაციენტებს იმის გაგებაში, ნამდვილად სჭირდებათ თუ არა თუნდაც უცხოეთში გამგზავრება სპეციალიზებული დახმარების მისაღებად, თუ ისინი უკვე იღებენ მკურნალობას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ჩემთვის სწორედ აქ აქვს ტელემედიცინას უზარმაზარი პოტენციალი, განსაკუთრებით გააზრებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეორე მოსაზრებების მიწოდებაში.
ერთ-ერთი რამ, რაც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის მეორე მოსაზრების (second opinion) ღირებულება. ბევრი პაციენტისთვის მეორე აზრის ძიება ადრე თითქმის ტაბუდადებული თემა იყო. ადამიანებს სჯეროდათ, რომ მხოლოდ ერთ ექიმს უნდა ენდონ, ხოლო სხვა ექიმთან კონსულტაცია შესაძლოა აღქმულიყო პირველი ექიმის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებად.
ვფიქრობ, ერთ-ერთი უდიდესი გაკვეთილი, რაც ადამიანმა შეიძლება ისწავლოს, განსაკუთრებით პაციენტის როლში ყოფნისას, არის ის, რომ „შენ იცი მხოლოდ ის, რაც იცი“. როგორც პაციენტებმა, ჩვენ თვითონვე უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ინტერნეტში უამრავი სამედიცინო ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ ინფორმაციის სწორად ინტერპრეტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ აქ შეუძლიათ გამოცდილ კლინიცისტებს რეალური გარდატეხის შეტანა. მეორე მოსაზრების ძიება არ უნდა ჩაითვალოს უპატივცემულობად. პირიქით, მჯერა, რომ ეს ხშირად აძლიერებს ურთიერთობას პაციენტსა და მის მკურნალ ექიმს შორის. ეს ზუსტად ის მიმართულებაა, სადაც მჯერა, რომ MedVeritas-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო, გამოცდილი რესურსი, რომელიც ეხმარება პაციენტებს უკეთ გაიგონ თავიანთი დიაგნოზი და მკურნალობის ჭეშმარტი არსი, ამავდროულად მხარი დავუჭიროთ და არ ჩავანაცვლოთ მათი მკურნალი სამედიცინო გუნდი.
ჩვენს კლინიცისტებს მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და ესმით, როგორ მოახდინონ მტკიცებულებების ინტერპრეტაცია, როგორ გააერთიანონ კლინიკური გაიდლაინები და როგორ მოარგონ ეს ცოდნა ინდივიდუალურ პაციენტებს.
ჩვენი მიზანი არასოდესაა პაციენტების დარწმუნება იმაში, რომ მათი ექიმები ცდებიან, რაც მთავარია არ ვცდილობთ მედიცინო ტურიზმის წახალისებას პირიქით. არ გვინდა პაციენტებმა იფიქრონ, რომ აუცილებლად უნდა გაემგზავრონ თურქეთში, აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ სჯერათ, უკეთესი მკურნალობა შეუძლათ მიიღონ სადმე სხვაგან, მხოლოდ იმისთვის რომ ამხელა ხარჯისა გაწევისა და მგაზვრობის შემდგომ უცხოელმა ექიმმა ზუსტად იგივე უთხრას ან უფრო მეტად დააბნიონ ისინი. ამ ყველაფრს თავიდან აცილება ტელემედიცინის საშუალებითაც შესანიშნავადაა შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, არსებობს იშვიათი სიტუაციები, როდესაც სპეციალიზებული ექსპერტიზა მართლაც აუცილებელია. მაგალითად, ვინმემ ძალიან იშვიათი გინეკოლოგიური კიბოთი ან მძიმე ენდომეტრიოზით შესაძლოა დიდი სარგებელი მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებულ სპეციალისტთან კონსულტაციით. დღეს უპირატესობა ისაა, რომ ამ კონსულტაციების დიდი ნაწილი ვირტუალურად შეიძლება ჩატარდეს. მაგალითად, ენდომეტრიოზის ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი აშშ-ში გთავაზობთ საერთაშორისო ვირტუალურ კონსულტაციებს Mayo Clinic-ის მეშვეობით. პაციენტებს შეუძლიათ უშუალოდ ესაუბრონ ექსპერტს, სანამ გადაწყვეტენ, არის თუ არა ოპერაციისთვის გამგზავრება მართლაც აუცილებელი. თითოეული რეკომენდაცია საბოლოოდ დამოკიდებულია ინდივიდუალურ პაციენტზე, მის დიაგნოზზე, სამედიცინო ისტორიაზე, პირად გარემოებებსა და პრაქტიკულ ასპექტებზეც კი.
თქვენ ოც წელიწადზე მეტს მოღვაწეობს მედიცინაში, როგორ ხედავთ ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს ჯანდაცვის მომავლის ჩამოყალიბებაში?
ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი გახდება უაღრესად ღირებული ინსტრუმენტი, მაგრამ ის უნდა დარჩეს ზუსტად ამად, ინსტრუმენტად.
ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმ მითითებებზე, რომლებსაც მას ვაძლევთ. თუ მე მინდა უახლესი მტკიცებულება კონკრეტულ დაავადებაზე, უნდა დავაზუსტო, რომ მჭირდება უახლესი კვლევა, მივუთითო გაიდლაინების ბოლო განახლებები და განვსაზღვრო დროის ჩარჩო, რომელიც მაინტერესებს. უკეთესი კითხვები იწვევს უკეთეს პასუხებს. სხვა შემთხვევაში პაციენტები იმას ღებენ რისი მოსმენაც უნდათ.
მიმუშავია ციფრული ჯანმრთელობის რამდენიმე კომპანიასთან და მინახავს, როგორ აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი არასწორ რეკომენდაციებს. სწორედ აქ რჩებიან ექიმები შეუცვლელნი. ჩვენი როლია კრიტიკულად გადავხედოთ ინფორმაციას და განვსაზღვროთ, არის თუ არა ის კლინიკურად ზუსტი.
ამ მიზეზით, მე არ მჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ექიმებს. ვფიქრობ, ის შეცვლის ჩვენს მუშაობის სტილს და გააუმჯობესებს ჩვენი სამუშაო პროცესის მრავალ ასპექტს, მაგრამ მედიცინა ყოველთვის მოითხოვს ადამიანურ განსჯას, გამოცდილებასა და თანაგრძნობას.
მომავლის პერსპექტივაში, ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ფასდაუდებელი გახდება პრევენციული მზრუნველობისთვის. მას შეუძლია ავტომატურად შეახსენოს პაციენტებს, როდის უწევთ მამოგრაფია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ან სხვა პრევენციული გამოკვლევა. ამ ტიპის შეხსენებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სკრინინგის მაჩვენებლები და ადრეული დიაგნოსტიკა.
ჩემი ბოლო კითხვა ეხება ექიმების მომავალ თაობას. თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურზე, ისე მენტალურზე, მთელი თქვენი სამედიცინო განათლებისა და კარიერის განმავლობაში. მედიცინა მომთხოვნი სფეროა. ადვილია ისე კონცენტრირდე სხვებზე ზრუნვაზე, რომ საკუთარი თავი უგულებელყო. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თავად უნდა იყოთ კარგად, რათა შეძლოთ თქვენს პაციენტებზე კარგად ზრუნვა. საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა ეგოიზმი არ არის; ეს კარგი ექიმობის აუცილებელი ნაწილია.
ახალგაზრდა ექიმებს ასევე მოვუწოდებდი, მიიღონ ინოვაციები, თუმცა ამავდროულად დარჩნენ წინდახედულები და ფრთხილები. მედიცინა საოცარი ტემპით ვითარდება და ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენელ წინსვლას ხელოვნურ ინტელექტში, ციფრულ ჯანდაცვაში, დიაგნოსტიკასა და ახალ თერაპიებში. ეს ინოვაციები უდავოდ გააუმჯობესებს პაციენტთა მოვლას. ამავდროულად, არ დაივიწყოთ ნიუანსები იმ ექიმებისგან, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.
მედიცინა არის როგორც მეცნიერება, ასევე ხელოვნება. მეცნიერების სწავლა შესაძლებელია სახელმძღვანელოებითა და აუდიტორიებში. ხელოვნება კი არის ის, რასაც წლების განმავლობაში ავითარებ პაციენტების მოსმენით, გამოცდილი კლინიცისტების დაკვირვებით და ყოველი წარმატებისა თუ შეცდომისგან სწავლით.
დოქტორი კარლა ლოკენი თანმიმდევრულად უსვამდა ხაზს იმას, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, სამეცნიერო კეთილსინდისიერება და თანაგრძნობა ყოველი წინსვლის საფუძველი უნდა იყოს. ტექნოლოგიას შეუძლია შეამციროს მანძილი, გააფართოოს წვდომა ექსპერტიზაზე და დაეხმაროს ექიმებს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ მას არასოდეს შეუძლია ჩაანაცვლოს ემპათია, კლინიკური განსჯა და ადამიანური კავშირი, რომლებიც განსაზღვრავენ გამორჩეულ სამედიცინო ზრუნვას.
შესაძლოა, ამ ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ჩემთვს პირადად ის არის, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა არ უნდა იყოს დამოკიდებული გეოგრაფიულ და პოლიტიკურ წინაღობებზე. თითოეული პაციენტი იმსახურებს წვდომას სანდო ინფორმაციაზე, ექსპერტულ კონსულტაციაზე და იმის რწმენას, რომ ის იღებს ყველაზე შესაფერის მკურნალობას. ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა MedVeritas Global, შეუძლიათ უზრუნველყონ სწორედ ასეთი მზრუნველობა. მზრუნველობა, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.

