სიცოცხლის ფესტივალი 2026 — ბერი ანდრიას ფონდი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად

გააზიარე

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ბერი ანდრიას ფონდი, უკვე მეცამეტედ, „სიცოცხლის ფესტივალით“ უერთდება საერთაშორისო კამპანიას “ოქროს სექტემბერი.”

გახდი ჩემი ხმა სექტემბერში! – ფესტივალის წლევანდელი გზავნილია.

12 სექტემბერს, 18:00 საათზე მთაწმინდის პარკში „სიცოცხლის ფესტივალის“ მთავარი ღონისძიება ჩატარდება. ბავშვთა გასართობ პროგრამასთან ერთად, გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა. დღის ბოლოს კი ქალაქის თავზე ამონათდება ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ოქროსფერი სიმბოლო.

ფონდმა 800-ზე მეტ კიბოთი დაავადებულ ბავშვზე და ოჯახზე იზრუნა 15 წლის მანძილზე. ამ ამ დროისთვის ფონდი 44 კიბოთი დაავადებულ ბავშვზე აგრძელებს ზრუნვას. ფონდის „ბედნიერი სახლში“ სასტუმრო სახლი, სადაც 14 სასტუმრო ოთახია, სულ მცირე 28 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. ჩვენი შვილობილები, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ ფონდის კეთილმოწყობილ სივრცეში . „ბედნიერ სახლში,“ უანგაროდ ცხოვრების გარდა, ფონდი უზრუნველყოფს მკურნალობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, აუცილებელი კვლევების დროულ ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში კვლევების და მედიკამენტების დაფინანსებას.

გელით 12 სექტემბერს, 18:00 საათზე, მთაწმინდის პარკში (შადრევანთან)

საკონტაქტო პირი: ბერი ანდრიას დედა, თინათინი – 591818813

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები