საქართველოს თმის კვლევის საზოგადოებისა და საქართველოს ფრჩხილის კვლევის საზოგადოების გაერთიანებული კონფერენცია „TrichoNail2026“ მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდება.
ღონისძიების მთავარი მიზანი სპეციალისტებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და დარგში არსებული უახლესი მიდგომების განხილვას მოიცავს.
სპეციალური სტუმრები და სპიკერები
კონფერენციაზე მოხსენებებით დარგის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები წარდგებიან:
-
პროფესორი ტოსტი (აშშ / იტალია) — მაიამის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის პროფესორი, თმისა და ფრჩხილების დაავადებების აღიარებული მკვლევარი. ტრიქოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოების, აგრეთვე ევროპული და ამერიკული თმის კვლევის საზოგადოებების დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი; 1000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30 წიგნის ავტორი.
-
დოქტორი მატილდე იორიცო (შვეიცარია) — ევროპული ფრჩხილების საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და EADV-ის თმის დაავადებების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე; მრავალი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი თმისა და ფრჩხილების დაავადებების მიმართულებით.
-
პროფესორი რამონ გრიმალტი (ესპანეთი) — კატალონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კოორდინატორი პროფესორი; ევროპის საზოგადოების სამომხმარებლო პროდუქტების სამეცნიერო კომიტეტის (SCCP) ყოფილი ექსპერტი წევრი.
-
პროფესორი მიკელა სტარაჩე (იტალია) — ბოლონიის უნივერსიტეტის წამყვანი დერმატოლოგი; EADV-ის თმის სამუშაო ჯგუფისა და IDS-ის ტრიქოსკოპიის/ონიქოსკოპიის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ევროპული თმის კვლევის საზოგადოების (EHRS) ხაზინადარი.
-
პროფესორი იულია ოვჩარენკო (უკრაინა) — თმის კვლევის უკრაინული საზოგადოების (UHRS) პრეზიდენტი და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის თმის კვლევის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; კლინიკისა და საგანმანათლებლო ცენტრ „ტრიქოლოგიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
-
პროფესორი ადრიანა რაკოვსკა (პოლონეთი) — ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; EADV-ის თმის სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელი წევრი; თმის დაავადებების ტრიქოსკოპიული კრიტერიუმების თანაავტორი და ცნობილი „ტრიქოსკოპიის ატლასის“ თანარედაქტორი.
რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია
კონფერენციის სრული პროგრამის გასაცნობად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: www.trichonail.ge
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მოუსმინოთ მსოფლიო დონის პროფესიონალებს და გაიღრმაოთ ცოდნა ტრიქოლოგიასა და დერმატოლოგიაში.

