პირველი კონფერენციის წარმატების შემდეგ, ნეირომეცნიერების ახალგაზრდული პლატფორმა გრძელდება. 12 ივლისს, 09:00 საათზე, კავკასიის მედიცინის ცენტრის (CMC) საკონფერენციო დარბაზში (პ. ქავთარაძის ქ. №23) „ნეიროჰორიზონტი 2“ ჩატარდება. ღონისძიება სპეციალურად სამედიცინო სფეროს მომავალი თაობისთვის შეიქმნა და მას მთლიანად რეზიდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები წარუძღვებიან.
კონფერენცია საუკეთესო სივრცეა ახალგაზრდა ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისთვის კლინიკური გამოცდილების გასაზიარებლად, საინტერესო ქეისების განსახილველად და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების გასაცნობად. თეორიულ ნაწილთან ერთად, პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტსაც — ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) ვორქშოფი, რაც მონაწილეებს პრაქტიკული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.
წარმოდგენილ მოხსენებებს საქართველოს წამყვანი ექიმებისგან შემდგარი სპეციალური ბორდი შეაფასებს. პროფესორ ია რუხაძის მიერ დაწყებული ტრადიციის თანახმად, საუკეთესო ნაშრომის ავტორს პროფესორ ავთანდილ ლაჭყეპიანის სახელობის ჯილდო გადაეცემა.
ღონისძიებაზე დასასწრებად ადგილები შეზღუდულია, რის გამოც აუცილებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია. კოლეგიური დისკუსიებისა და პროფესიული ნეტვორკინგისთვის დაინტერესებულ პირებს ორგანიზატორები სარეგისტრაციო ბმულზე იწვევენ

