„ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამჟამად 14 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ისინი გასტროენტერიტის კლინიკური ნიშნებით შემოვიდნენ. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. შემოსვლისას არცერთის მდგომარეობა არ ყოფილა იმდენად მძიმე, რომ რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დატოვება დასჭირვებოდათ.
ამჟამად მიმდინარეობს მონიტორინგი, დაკვირვება, მიმდინარე დანაკარგებისა და ელექტროლიტების შევსება. კლინიკური ნიშნები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს: ყველას აღენიშნებოდა გასტროენტერიტის მოვლენები, მხოლოდ ორ ბავშვს ჰქონდა ცხელება გამოხატული, დანარჩენი კი ერთნაირი კლინიკური ნიშნებით იყო.
არცერთს არ დასჭირვებია რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია, არცერთი არ ყოფილა მძიმე — მსუბუქი მიმდინარეობა იყო. ამჟამად, საღამოს საათებში რამდენიმე გაეწერება, დანარჩენი პაციენტები კი, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაეწერებიან“, — ამბობს „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

