თბილისში ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

გააზიარე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2026 წლის 9-10 ოქტომბერს დედაქალაქი ინტერვენციული რადიოლოგიის პირველ საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიება სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” ჩატარდება.

კონგრესი ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის სფეროში არსებული უახლესი მიღწევების, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებისა და მკურნალობის ინოვაციური სტრატეგიების განხილვას დაეთმობა. სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მოხსენებებით წარდგებიან დარგის წამყვანი ექსპერტები საქართველოდან, ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრა პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო კლინიკური პრაქტიკის დანერგვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. კონგრესზე დასწრება შეუძლიათ ექიმებს, რეზიდენტებსა და სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერვენციული რადიოლოგიით, ტკივილის მართვითა და მინიმალურად ინვაზიური მკურნალობის თანამედროვე მიდგომებით არიან დაინტერესებულნი.

ღონისძიებაზე დასასწრებად მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია სპეციალურ ბმულზე (https://bit.ly/4xr5cQ4) უნდა გაიარონ.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები