საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (GAMS), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ რიგით მეათე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ნევროლოგებს, ნეიროქირურგებსა და სამედიცინო ექსპერტებს.
კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები. მათ შორის:
- პროფ. ტანია გურევიჩი – თელ-ავივის სამედიცინო ცენტრი, ისრაელი; მოხსენება თემაზე „ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომების კონტროლის თანამედროვე სტრატეგიები“
- პროფ. გიორგი ჩახავა, დ. ტვილდიანის უნივერსიტეტი / GAMS – „გაფანტული სკლეროზი და იმუნური სისტემის დაბერება“
- პროფ. მაია ბერიძე – თსსუ – „სპინალური ინსულტი ახალგაზრდებში და იშვიათი ეტიოლოგიები“
- პროფ. ნანა კვირკველია – პ. სარაჯიშვილის ნევროლოგიის ინსტიტუტი – „სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) თანამედროვე მიდგომები“
- პროფ. მარინა ჯანელიძე, ზურგის ტვინის ანთებით-მადემიელინიზირებელი პათოლოგია: გამოწვევები და თერაპიული შესაძლებლობები
- პროფ. ლადო წიქარიშვილი, ზურგის ტვინის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა
- ოლეგს საბელნიკოვსი (ლატვია) – „ინტენსიური თერაპიის გამოწვევები ზურგის ტვინის პათოლოგიების დროს“
- ნინო ბაკურაძე – „ლაბორატორიული კვლევების როლი ზურგის ტვინის დაავადებების დიაგნოსტიკაში“
- მიხეილ ოკუჯავა, მაკა ხაჩიძე – არატრავმული დორსალური მიელოპათიების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის(მრტ)მახასიათებლები
- სოფო მიქიაშვილი – არატრავმული დორსალური მიელოპათიების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის(მრტ)მახასიათებლები
დღის განმავლობაში განხილული იქნება ზურგის ტვინის ტრავმებისა და ანთებითი პათოლოგიების თანამედროვე მართვა, ნეიროქირურგიის ინოვაციები, ნეირომიოლოგიისა და ნეირორადიოლოგიის მიღწევები, ასევე ახალი გამოწვევები გაფანტული სკლეროზისა და ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობაში.
კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას ექიმებისა და მკვლევრებისთვის ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

