ჯანმომ შავი ჭირის გავრცელების რუკა განაახლა — სად ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევები ყველაზე ხშირად

გააზიარე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელიც ბოლოს 29 სექტემბერს განახლდა, დეტალურად ასახავს ჭირის გავრცელების გეოგრაფიას ბოლო 7 წლის განმავლობაში.

რუკის მიხედვით, 2019-დან 2025 წლამდე პერიოდში მსოფლიოში ჭირის 4 000-მდე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. მონაცემები აჩვენებს, რომ ეპიდემიური აფეთქებები ძირითადად სამ კონტინენტზე — აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში ფიქსირდება.

WHO-ს რუკაზე განსაკუთრებით გამოკვეთილია აფრიკის კონტინენტი. დოკუმენტის თანახმად, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ადამიანებში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აქ ვლინდება, რუკაზე კი მთავარ ცხელ წერტილებად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მადაგასკარია მონიშნული.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ჭირი ზოონოზური (ცხოველებიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებაა და ის ოკეანეთის გარდა ყველა კონტინენტზე გვხვდება. შესაბამისად, რუკა აჩვენებს, რომ ინფიცირების რისკი არსებობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ადამიანებს ჭირის გამომწვევ ბაქტერიასთან (Yersinia pestis) შეხება უწევთ.

წყარო: Newsweek

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები