MIT-ის ყოფილმა მეცნიერმა, დევიდ საბატინიმ ცილისწამების საქმე მოიგო — სასამართლომ მის კოლეგას 6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

გააზიარე

ბოსტონის სასამართლომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ყოფილი პროფესორის, დევიდ საბატინის სარჩელი დააკმაყოფილა და ყოფილ კოლეგას მის სასარგებლოდ 6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ კრისტინ ნაუსმა ცნობილ მეცნიერს მიზანმიმართულად დასწამა ცილი. 3-კვირიანი პროცესის შემდეგ სასამართლომ ქალის საპასუხო სარჩელი სექსუალური შევიწროების შესახებ სრულად უარყო.

საბატინი 24 წლის განმავლობაში უაითჰედის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა და სამეცნიერო საზოგადოება მას ნობელის პრემიის პოტენციურ კანდიდატად განიხილავდა. 2020 წელს პოსტდოქტორანტმა ნაუსმა იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ერთი წლის შემდეგ ინსტიტუტმა პროფესორი სამსახურიდან გაათავისუფლა. სოციალურ ქსელებში დაწყებული კამპანიისა და სტუდენტების პროტესტის გამო, მეცნიერის დასაქმებაზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტმაც (NYU) უარი თქვა.

„ყველაფერი დავკარგე. ჩემი ნორმალური ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩა“, — აცხადებს საბატინი ვერდიქტის შემდეგ მიცემულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში.

სასამართლოში საბატინის ადვოკატებმა დაამტკიცეს, რომ კოლეგებს ნებაყოფლობითი ურთიერთობა აკავშირებდათ. პირადმა მიმოწერებმა აჩვენა, რომ ნაუსი სხვა ქალზე ეჭვიანობდა და მეცნიერის სამსახურიდან გაგდებას მიზანმიმართულად გეგმავდა. ერთ-ერთ შეტყობინებაში ქალი ამ პროცესს „ტახტიდან ჩამოგდების ფარულ ოპერაციას“ უწოდებს და სასამართლოში გამარჯვების შემთხვევაში „ლამბორგინის“ ყიდვაზე ხუმრობს. მან ჩვენებაში აღიარა, რომ გამომძიებლებს ტექსტური შეტყობინებების მხოლოდ ნაწილი, საკუთარი შეხედულებისამებრ გადასცა.

წყარო: YAHOO

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები