კალიფორნიის უნივერსიტეტის(UCLA) მეცნიერებმა, თმის ცვენის სამუდამოდ შესაჩერებლად, შეიმუშავეს ახალი, უსაფრთხო და ეფექტური გზა. მეთოდი ბუნებრივ პროცესებზეა დაფუძნებული და უმტკივნეულოა. თმის ცვენის საწინააღმდეგო პრეპარატი წარმოდგენილია ლოსიონის სახით და გამოიყენება დღეში ერთხელ, უშალოდ თავის კანზე წასასმელად. მედიკამენტი მოქმედებს უშუალოდ თმის ფოლიკულებზე, რაც უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას და ამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს. მკურნალობა უმტკივნეულო და მარტივია. არაა სავალდებულო დამატებითი პროცედურებიც.
კვლევაში 22 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ჰქონდათ მემკვიდრეობითი თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმა, ანდროგენული ალოპეცია, რასაც ჰორმონალური ცვლილებები იწვევს. ცნობილია, რომ ეს პროცესი თმის ფოლიკულებს აზიანებს. 16-კვირიანი მკურნალობის შემდეგ მონაწილეებს თმის სიმჭიდროვე საშუალოდ 73%-ით გაეზარდათ. ზოგ შემთხვევაში თითო კვადრატულ სანტიმეტრზე 17 ახალი თმის ღერიც კი გამოჩნდა. მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ ჰქონია.
მეცნიერებმა PP405 შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა კანის ღეროვან უჯრედებზე მუშაობდნენ. სწორედ ეს მოლეკულა ასტიმულირებს თმის ზრდას და ააქტიურებს TGF-β ცილას, რომელიც თმის “მძინარე” ფოლიკულებს აღვიძებს. ამ აღმოჩენამ UCLA-ს ლაბორატორიიდან უკვე გადაინაცვლა ბიოტექნოლოგიური სტარტაპის ეტაპზე. ასე შეიქმნა Pelage Pharmaceuticals, რომელიც ახლა კლინიკურ ცდებს განაგრძობს.
არსებული საშუალებებისგან განსხვავებით, PP405 თმის ზრდის ბუნებრივ მექანიზმს აღადგენს. პრეპარატი ადგილობრივად მოქმედებს და არ საჭიროებს ტაბლეტებს ან ინექციებს, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს.
Pelage უკვე გეგმავს შემდეგ ეტაპს. ამჯერად მკურნალობაში უფრო მეტი პაციენტი ჩაერთვება და გაიზრდება პროცესის დროც. თუ პოზიტიური შედეგები შენარჩუნდა, ეს ლოსიონი, რომელსაც ჯერ-ჯერობით კომერციული სახელიც არ აქვს, ძირეულად შეცვლის თმის ცვენის მკურნალობის პროცესს.
ლინკის საშუალებით შეგიძლია იხილოთ UCLA და Palage Pharmaceuticals-ის მიერ გამოქვენებული სტატიები:
Pelage Pharmaceuticals. (2025). Pelage Pharmaceuticals announces positive Phase 2a clinical trial results for PP405 in regenerative hair loss therapy [Press release]. Business Wire.
UCLA Newsroom. (2025). Hair loss treatment breakthrough: UCLA researchers’ discovery powers Pelage Pharmaceuticals’ promising new therapy.
Dermatology Times. (2025). Pelage’s PP405 demonstrates efficacy in phase 2a trial for androgenetic alopecia.

