„არავითარ შემთხვევაში არ ვემხრობი აკრძალვას, განსაკუთრებით ქართველი პაციენტებისთვის“ — ნატო ხონელიძე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე გააჩინონ.

გააზიარე

„საკმაოდ სერიოზული საკითხია. აკრძალვას წინ არაფერი უდგას და ყველაზე ადვილი სწორედ აკრძალვაა, მაგრამ მე ექიმის გადმოსახედიდან ვსაუბრობ: სუროგაცია მხოლოდ სამედიცინო მომსახურება არ არის — იგი ადამიანებს აძლევს საშუალებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სუროგატი დედის დახმარებით საკუთარი შვილი გააჩინონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, არავითარ შემთხვევაში არ ვემხრობი აკრძალვას, განსაკუთრებით ქართველი პაციენტებისთვის.

საქართველოში რეპროდუქტოლოგიას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მათ შორის საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილებაც. არ ვამბობ, რომ უცხოელებთან მიმართებით არსებული სისტემა უცვლელად უნდა დარჩეს, მაგრამ ვფიქრობ, მკაცრი ზედამხედველობის პირობებში ადამიანებს არ უნდა მოვუსპოთ საშუალება, თავიანთი გენეტიკური შვილი ჰყავდეთ“, — ამბობს მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ნატო ხონელიძე „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები