მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობის ახალი პერსპექტივა

გააზიარე

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე ინსტიტუტში (KAIST), შეცვალეს მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედები. მათ ავთვისებიანი სიმსივნური  უჯრედები კეთილთვისებიანით ჩაანაცვლეს და დაეხმარნენ ნაწლავის უჯრედებს ნორმალური ფუნქციის აღდგენაში. ამ მექანიზმს კიბოს რივერსია ეწოდება. ეს პროცესი ამცირებს კიბოს უჯრედების უკონტროლო გამრავლებას და ხელს უწყობს ავთვისებიანი უჯრედების კეთილთვისებიან, დიფერენცირებულ მდგომარეობაში გადაყვანას.ეს ხდება კონკრეტული გენების „გამორთვით’’, რომლებიც მსხვილი ნაწლავის უჯრედებს სიმსიმვნურ მდგომარეობას უნარჩუნებენ.

რევოლუციური კვლევის ფარგლებში, რომელიც ჟურნალ Advanced Science- ში გამოქვეყნდა,  მეცინერებმა გამოიყენეს კომპიუტერული ინსტრუმენტი-BENEIN (Boolean Network Inference and Control). ეს ინსტრუმეტი აჩვენებს, როგორ მოქმედებს თითოეული გენი უჯრედის ფუნქციაზე, პარალელურად ის გენურ რუკასაც ქმნის. ამ გზით მეცნიერებმა დაადგინეს სამი ძირითადი გენი:  MYB, HDAC2 და FOXA2. სამივე საკმაოდ აქტიურადაა ჩართული მსხვილი ნაწლავის კიბოს პროგრესირებაში. MYB ხელს უწყობს კიბოს უჯრედების ზრდას და აფერხებს უჯრედის ნორმალურ ფუქნციებს. HDAC2 უნარჩუნებს დნმ-ს მჭიდროდ დახვეულ ფორმას, რაც საშუალებას აძლევს სიმსივნურ უჯრედებს გადარჩნენ და განაგრძონ მუშაობა. FOXA2 გენი, რომელიც ჩართულია უჯრედების ნორმალურ განვითარებაში,  სიმსივნის დროს ხელს უწყობს უჯრედის არასწორ ფორმირებას.

BENEIN-მა განსაზღვრა, რომ, თუ მეცნიერები „გამორთავდნენ“ ამ სამ სპეციფიკურ გენს, კიბოს უჯრედების ავთვისებიანობის დონე შემცირდებოდა და ისინი,   ჯანსაღი უჯრედების მსგავსად დაიწყებდნენ ფუნქციონირებას. ამ თეორიის გასამყარებლად მეცნიერებმა იგივე მეთოდი თაგვებზე გამოსცადეს. თაგვებს, რომლებსაც რეპროგრამირებული კიბოს უჯრედები გადაუნერგეს, გაცილებით მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნები განუვითარდათ, ვიდრე მეორე ჯგუფს. შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ  რეპროგრამირებული უჯრედები ძალიან ჰგავდა ნორმალურ მსხვილი ნაწლავის ქსოვილს, რაც თერაპიის წარმატებაზე მიუითითებს.

რატომ არის ეს კვლევა მნიშნველოვანი?

უჯრედული რეპროგრამირებით მკურნალობა პერსპექტიული ცვლილებაა მედიცინაში. თუ აქამდე მეცნიერები ქიმიოთერაპიით, სხივური და იმუნოთერაპიით  ავთვისებიანი უჯრედების განადგურებას ცდილობდნენ, ეს აღმოჩენა მკურნალობის  პარადიგმას ცვლის და საშუალებას იძლევა, უჯრედების თავდაპირველი იდენტობის აღდგენით, შემცირდეს ქიმიოთერაპიით გამოწვეული არასასურველი გვერდითი მოვლენები. კერძოდ: იმუნური სისტემის დათრგუნვა, ორგანოების დისფუქნცია, თმის ცვენა, პირღებინება, წონაში კლება და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება.

ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ტოქსიკური პრეპარატებით შეტევის ნაცვლად, შესაძლოა სიმსივნურ უჯრედებს მომავალში ნორმალური უჯრედივით არსებობა „ვასწავლოთ“. ეს იქნება გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური გზა სიმსივნის სამართავად.

წყარო:

“Critical Transition and Reversion of Tumorigenesis.” Experimental & Molecular Medicine, vol. 55, no. 4, 1 Apr. 2023, pp. 692–705, www.nature.com/articles/s12276-023-00969-3

 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები