ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ოტორინოლარინგოლოგებისთვის

გააზიარე

ინგლისის კილის უნივერსიტეტმა, სამედიცინო ვირტუალური რეალობის კომპანია ExR Education-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა ინოვაციური VR-ტრენინგები, რომელთა მიზანია ოტორინოლარინგოლოგთა უნარების გაუმჯობესება ანატომიური სწტრუქტურების შესწავლაში (კადავერულ დისექციაში).

ქირურგიული ანატომიის პროფესორმა, აჯით ჯორჯმა სტუდენტებისთვის შექმნა ვირტუალური რეალობის (VR) პროგრამა. ეს პროგრამა მათ ეხმარება აითვისონ რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების პრაქტიკული უნარები.

სტუდენტები, ვირტუალური რეალობის (VR) მოდულებით, ეტაპობრივად სწავლობენ ოპერაციების ჩატარების ტექნიკას.  ამ მიდგომით ისინი იღებენ მაღალხარისხიან განათლებას, ამასთან – თავიდან იცილებენ ტრადიციული პრაქტიკისთვის საჭირო დიდ ფინანსურ ხარჯებს.

სიმულაციების ოთხნაწილიანი სერია მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • ტრანსორალური დისექციის შესავალი
  • ტონზილის სისხლძარღვების იდენტიფიკაცია
  • ენის არტერიის გამოკვლევა
  • ძირითადი ანატომიური ნავიგაცია პროცედურებისთვის

პროფესორი ჯორჯი ამბობს: “VR სავარჯიშო სიმულაციებმა მოლოდინს გადააჭარბა. პროექტს, რომელიც ჰოსპიტლის საქველმოქმედო ორგანიზაციამ დააფინანსა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დაინტერესება მოჰყვა. მომავალი ექიმები სიმულაციებით ძალიან კმაყოფილები არიან. იგეგმება საქველმოქმედო პრეზენტაციაც და მას დაესწრებიან ის პაციენტებიც, ვისაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მსგავსი მოწინავე ქირურგიული მეთოდებით მკურნალობდნენ.”

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირტუალური რეალობის (VR) ტრენინგი საკმაოდ ეფექტურია. კვლევაში მონაწილე 12-მა სტაჟიორმა, ტრენინგის შემდეგ, ტესტებში ბევრად უკეთესი შეფასება მიიღო. მათი საშუალო ქულა 60%-დან 90%-მდე გაიზარდა. პრაქტიკული შემოწმებისას კი, ყველა სტაჟიორმა ზუსტად ამოიცნო 10 ძირითადი ანატომიური სტრუქტურა. მათ შეცდომები თითქმის არ დაუშვიათ.

ეს უფასო VR ტრენინგი ახლა,  ExR Education-ის პლატფორმაზე, ყველა ოტორინოლარინგოლოგისთვისაა  ხელმისაწვდომი. ფაქტია, მაღალი ხარისხის ქირურგიული განათლების მიღება  უკვე ყველას შეუძლია.

კილის უნივერსიტეტი და ExR Education-ი, ამ ინიციატივით, იწყებენ  ახალ ეპოქას სამედიცინო განათლებაში, სადაც სწავლების საფუძველი თანამედროვე სტანდარტები ხდება.

წყარო: Keele University

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები