AI ტვინის სტიმულატორი კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად

გააზიარე

მეცნიერთა გუნდმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია პერსონალიზებული ნეიროტექნოლოგიების სფეროში. მათ შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტით (AI) მართული ტვინის სტიმულაციის სისტემა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის კონცენტრაციის უნარი სახლის პირობებში.

ეს ინოვაციური სისტემა, რომელიც ერგება ინდივიდუალურ საჭიროებებს, ეხმარება ადამიანებს კონცენტრაციის გაუმჯობესებაში ისეთი ამოცანების შესრულებისას, როგორიცაა სწავლა, მუშაობა ან სხვა გონებრივი აქტივობები. კვლევა ჩატარდა სურეის უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და Cognitive Neurotechnology-ის თანამშრომლობით.

მოწყობილობა იყენებს სტიმულაციის ახალ, არაინვაზიურ მეთოდს. ეს მიდგომა აერთიანებს ტრანსკრანიალური შემთხვევითი ხმაურის სტიმულაციასა (tRNS) და ხელოვნურ ინტელექტს (AI).  tRNS არის ტვინის ელექტრული სტიმულაციის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც იყენებს სუსტ ელექტრულ სტიმულებს. მეცნიერებმა ამ მეთოდს ხელოვნური ინტელექტი დაუმატეს, რომ მისი ეფექტურობა და სიზუტე გაეზარდათ.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ეს ინოვაციური მიდგომა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა სტიმულაცია მოარგოს თითოეულ ინდივიდს. AI ითვალისწინებს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ყურადღების დონე და თავის ზომა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ყველაფერი ხდება ძვირადღირებული MRI სკანირების გარეშე, რაც ამ მეთოდს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

მარტივად რომ ვთქვათ,  მიდგომა გვთავაზობს გზას, რომ ტვინის სტიმულაცია იყოს უფრო პერსონალიზებული და ეფექტური, თანაც ზედმეტი ხარჯებისა და სხვა რთული პროცედურების გარეშე.

„ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად, სახლის პირობებში“, – განაცხადა პროფესორმა როი კოენ კადოშმა, სურეის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.

AI სისტემა, რომელიც შექმნილია 18-დან 35 წლამდე ასაკის 103 მონაწილის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმატებით იქნა გამოცდილი სახლის პირობებში.

უკანასკნელმა კვლევამ, რომელშიც 37 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სტიმულაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონცენტრაციის დონეს. ეს განსაკუთრებით შეინიშნებოდა იმ პაციენტებთან, ვისაც ყურადღების სერიოზული დეფიციტი ჰქონდა.

საგულისხმოა, რომ კვლევა იყო „ორმაგად ბრმა“, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მონაწილეებმა და არც მკვლევრებმა არ იცოდნენ, ვინ იღებდა AI სტიმულაციას, პლაცებოს თუ სტანდარტულ მკურნალობას, რაც ზრდის შედეგების სანდოობას.

„ეს ნაშრომი ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსა და პორტატულ ნეიროტექნოლოგიას განაპირობოს კოგნიტური ფუნქციების რეალური გაუმჯობესება,“ — აღნიშნა კოენ კადოშმა.

ტექნოლოგია გვიჩვენებს მომავალს, სადაც გონების მუშაობის გაუმჯობესება შეიძლება ისეთივე მარტივი გახდეს, როგორც ყურსასმენის ტარება.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები