ახალი ბიოსენსორი PTSD-ის დიაგნოსტიკას ამარტივებს

გააზიარე

შექმნეს პორტატული ბიოსენსორი, რომელსაც სისხლში არსებული ბიომარკერების ანალიზით შეუძლია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) და სხვა კომპლექსური დაავადებების დიაგნოსტიკა.

ტექნოლოგია ტენესის უნივერსიტეტის ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის მკვლევრებმა კომპანია CFD Research Corporation-თან თანამშრომლობით შეიმუშავეს.

აშშ-ის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკელების დაახლოებით 6% და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა თითქმის 30% PTSD-ით არის დაავადებული. დიაგნოსტიკის ამჟამინდელი მეთოდები მეტწილად სუბიექტურია და ეფუძნება პაციენტების მიერ საკუთარი სიმპტომების აღწერას და წარსული ტრავმების გახსენებას.

ახალი მოწყობილობა, რომელიც თავდაპირველად ცხოველების დაავადებების სწრაფი დიაგნოსტიკისთვის შეიქმნა, კვლევის დელმძღვანელთა თქმით ახლა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) გამოვლენასაც შეძლებს.

ეს ტექნოლოგია, სახელწოდებით AiCAP, იყენებს სპეციალურ მეთოდს, რათა სისხლის მხოლოდ ერთი ნიმუშიდან ერთდროულად ათზე მეტი სხვადასხვა ბიომარკერი (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, დნმ და ა.შ.) ამოიცნოს, რომლებიც PTSD-თან არის დაკავშირებული.

კომპაქტური, პორტატული და ხელმისაწვდომი ბიოსენსორი ოჯახის ექიმებს საშუალებას მისცემს, ჩაატარონ სწრაფი ანალიზები ადგილზე, სპეციალიზებულ ლაბორატორიებზე დამოკიდებულების გარეშე. ეს მიდგომა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პერსონალიზებული მედიცინის განვითარებაში, რადგან მკურნალობის გეგმა თითოეული პაციენტის უნიკალურ ბიოლოგიურ პროფილს მოერგება.

კვლევითი ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა ამ ტექნოლოგიისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) დამტკიცება მიიღოს. ამჟამად, ისინი გეგმავენ მისი გამოყენების არეალის გაფართოებას ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, როგორიცაა: კიბო, ორგანოთა დაზიანება და სეფსისი.

წყარო:  University of Tennessee at Knoxville

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები