“კემბრიჯის ჯანდაცვის ინოვაციებმა” (CHI) მსოფლიოში პირველი მშრალი ფხვნილის ინჰალატორი Quattrii შექმნა. ეს უნიკალური მოწყობილობა ერთ ჩასუნთქვაში ახერხებს ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ბიოლოგიური და mRNA მედიკამენტის მიწოდებას.
Quattrii-ით შესაძლებელი ხდება ახალი თაობის ინჰალაციური თერაპიების ეფექტური გამოყენება ისეთი რთული დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა ფილტვის კიბო, პარკინსონი და სხვა.
დღემდე არსებული სტანდარტული ინჰალატორები მხოლოდ 10-50%-მდე აქტიური ნივთიერების მიწოდებას უზრუნველყოფს და დიდი რაოდენობით ინერტულ ფხვნილს (მაგალითად, ლაქტოზას) მოითხოვს. Quattrii კი თამაშის წესებს ცვლის. ის ორგანიზმში წამლის მინიმუმ 70%-ს უშუალოდ აწვდის და ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებს ინერტული ნივთიერების გამოყენებას.
მოწყობილობის ინოვაციური მექანიზმი წამალს ლაქტოზისგან გამოაცალკევებს და ინერტულ ფხვნილს ბლისტერში ტოვებს. შედეგად, პაციენტი იღებს სრულ დოზას ერთბაშად და თავიდან აირიდებს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა ყელის გაღიზიანება, ხველა ან გულისრევა.
ფილტვის კიბოს დროს Quattrii შეიძლება გახდეს ქიმიოთერაპიის ან იმუნოთერაპიის ალტერნატივა. მისი გამოყენება ამცირებს როგორც საჭირო მედიკამენტების რაოდენობას, ასევე მკურნალობის ხანგრძლივობას და ისეთი გვერდითი მოვლენების რისკს, როგორიცაა თმის ცვენა.
რაც მთავარია, სრულყოფილი დოზის მიღება წამებში ხდება. აღარ არის საჭირო ხანგრძლივი ინტრავენური თერაპიები.
წყარო: CHI

