ახალი კვლევა: აპლიკაცია OTX-202-მა სუიციდური ქცევის რისკი 58%-ით შეამცირა

გააზიარე

მობილურმა აპლიკაციამ, რომელიც თერაპიულ კურსებს გვთავაზობს, მნიშვნელოვნად შეამცირა სუიციდური აზრები და ქცევა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება, რომელიც იელის მედიცინის სკოლისა და ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ვექსნერის სამედიცინო ცენტრისა და მედიცინის კოლეჯის მიერ ჩატარდა.

კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Network Open-ში, აჩვენა, რომ აპლიკაცია  OTX-202-მა კლინიკიდან გაწერის შემდეგ თვითმკვლელობის განმეორებითი მცდელობების რისკი 58.3%-ით შეამცირა იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში სუიციდის მცდელობის ისტორია ჰქონდათ. მკვლევარებმა შედეგს რევოლუციური უწოდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია მკურნალობის შემდგომი განმეორებითი სუიციდური ქცევების მიმართ.

„მიუხედავად იმისა, რომ სუიციდზე ორიენტირებული თერაპია ეფექტურია, ხშირად რთულია კვალიფიციურ თერაპევტთან მისვლა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ“, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, კრეიგ ბრაიანმა. „აპლიკაცია OTX-202 ამ პრობლემის პოტენციური გადაწყვეტაა“.

თვითმკვლელობა კვლავ რჩება აშშ-ში სიკვდილის 10 მთავარ მიზეზს შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მოზარდებში. 1999 წლის შემდეგ, სუიციდის მაჩვენებელი 33%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო სუიციდისა და სუიციდის მცდელობების ეკონომიკური ზარალი ყოველწლიურად 500 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამ დიდი ტვირთის მიუხედავად, რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებები არ არსებობს.

კვლევაში ექვსი ამერიკული საავადმყოფოს 339 პაციენტი მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ პაციენტები ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი იყენებდა OTX-202 აპლიკაციას, ხოლო მეორე — სრულიად სხვა პროგრამას. ორივე ჯგუფს ამავდროულად სტანდარტული მკურნალობა უტარდებოდა. OTX-202 პაციენტებს სუიციდის პრევენციის თერაპიის სპეციალურ მოდულს სთავაზობდა, მეორე აპლიკაცია კი მხოლოდ ფსიქოგანათლებას მოიცავდა.

კვლევამ აჩვენა, რომ OTX-202-ის მომხმარებელ პაციენტებს გაცილებით მაღალი კლინიკური გაუმჯობესება აღენიშნებოდათ, ვიდრე მეორე ჯგუფის წევრებს. ეს შედეგი შეფასდა სუიციდური ქცევის სიმძიმის ცვლილების გლობალური სტანდარტის (CGI-SSC) მიხედვით.

„საავადმყოფოდან გაწერის შემდგომი კვირები და თვეები თვითმკვლელობის მცდელობის უმაღლესი რისკის პერიოდია“, — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, იელის მედიცინის სკოლის წარმომადგენელმა, პატრიცია საიმონმა. „OTX-202 სწორედ ამ კრიტიკულ გამოწვევას პასუხობს“.

OTX-202 გვთავაზობს მასშტაბურ და ეკონომიურ მიდგომას, რომელსაც შეუძლია გამოასწოროს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი.

წყარო: JAMAnetwork

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები