საქართველოს სახელმწიფო პროგრამა პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ: რა უნდა ვიცოდეთ მას შემდეგ, რაც პროგრამა 13-45 წლის მამაკაცებს შეეხო

გააზიარე

HPV ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელმაც შესაძლოა ორგანიზმში კიბოს გამომწვევი ცვლილებები გამოიწვიოს, მათ შორის საყლაპავის, ყელისა და საშარდე გზების კიბოს. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა განაახლა. ბოლო ცვლილებების მიხედვით, ვაქცინაცია 13–45 წლის ასაკობრივი ჯგუფის მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც  დაექვემდებარება.

სახელმწიფო პროგრამა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სკოლებში, უნივერსიტეტებში და პოლიკლინიკებში, ინფორმაციული კამპანიების ჩათვლით. ახალი რეგულაცია მამრობით სქესზე, ხელს შეუწყობს მოსახლეობაში HPV-ის გავრცელების შემცირებას.

ვაქცინაციის სქემები

ახალი რეგულაციის მიხედვით, 13–45 წლის მამრობითი სქესის წარმომადგენლების ვაქცინაცია შემდეგი სქემებით ჩატარდება:

  • 13–15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი – ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით ჩატარდება.
  • 15–45 წლის ასაკობრივი ჯგუფი – სამჯერადი ვაქცინაცია სქემით: 0 – 2 – 6 თვე ჩატარდება.

გარდა ასაკობრივი სქემებისა, პროგრამა საინფორმაციო კამპანიებს მოიცავს სკოლებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში. მშობლებსა და მოზარდებს მიეწოდება სრული ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და საჭიროების შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით:
ახალი ცვლილებები საშუალებას გვაძლევს, ვაქცინაცია კიდევ უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გახდეს. მამაკაცების ჩართვა პროგრამაში მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსის გავრცელების პრევენცია მხოლოდ ერთ სქესზე ფოკუსირებით ვერ მიიღწევა.”

მოსახლეობის წვდომა ვაქცინაზე

პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა 13–45 წლის მამაკაცისთვის და კვლავ განკუთვნილია 13–45 წლის ქალბატონისთვის. ვაქცინაცია უფასოა და შესაძლებელი იქნება სკოლებსა და პოლიკლინიკებში. წინასწარი რეგისტრაცია რეკომენდირებულია ადგილობრივი ჯანდაცვის დაწესებულებების ინფორმაციით.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ პროგრამის გაფართოება მამრობითი სქესის ჩართვით ხელს შეუწყობს არა მხოლოდ HPV-ის გავრცელების შემცირებას, არამედ ზოგადად კიბოს პრევენციის ეფექტის გაზრდას.

 

იხილეთ იმუნიზაციის პროგრამაზე და ვაქცინაციის თემაზე  ჩაწერილ ინტერვიუში  პედიატრ  იმუნოლოგ რუსუდან კანაშვილის ერთ-ერთი კომენტარი:

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს პაპილომა ვირუსის ვაქცინა თავისი უზარმაზარი დადებითი ეფექტებით, რომელიც 2017 წელს ჯერ საპილოტე პროგრამად ჩაეშვა, 2008-9 წლებში დაბადებულ გოგონათათვის, შემდგომ კი უკვე რამდენიმე წელია პროგრამა სრულად ამუშავდა 10-11-12 წლის გოგონების იმუნიზაცისთვის შემდგომ კი  ბიჭებიც დაემატა. უკნასნელი ორი წელია ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და 13-45 წლის ქალბატონებს და 26 წლის ჩათვლით მამაკაცებს შეეხო ხოლო ამ წლის პირველი იანვრიან  უკვე  მამაკაცებისთვისაც გაიზარდა ეს ასაკი  და ეხება 45 წლის ჩათვლით მამაკაცებს.

ეს ვაქცინა მართლა ძალიან საჭიროა, რადგან ორმაგი დაცვის ეფექტი გააჩნია, ვინაიდან აცრილი იცავს საკუთარ თავსაც და თავის პარტნიორსაც“.

 

ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა მუდმივად ვითარდება, რაც მისი კალენდრის მრავალფეროვნებასა და მუდმივ ზრდაში გამოიხატება. მიუხედავად მრავალი უნდობლობისა და სკეპტიკური აზრისა, რომელიც ერთეული შემთხვევების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცნებმა ჯერ მხოლოდ საქართველოში, უხეში გათვლებით, მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩნა ან ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა გააუმჯობესა.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები