მეცნიერებმა ახალი სწრაფი ტესტი შექმნეს, რომელიც რკინის დეფიციტის დიაგნოსტირებას მთელ მსოფლიოში შეცვლის

გააზიარე

უოლტერისა და ელიზა ჰოლის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის (WEHI) მეცნიერებმა რკინის დეფიციტის სადიაგნოსტიკოდ ინოვაციური სწრაფი ტესტი შექმნეს. ახალ მოწყობილობას ზუსტი პასუხის მისაღებად თითიდან აღებული სისხლის მხოლოდ ერთი წვეთი და 15 წუთი სჭირდება.

ტესტის გამოყენება ძვირადღირებული ლაბორატორიული აღჭურვილობისა და სპეციალური სამედიცინო გადამზადების გარეშეა შესაძლებელი, რაც მას იდეალურ მეთოდად აქცევს განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ინოვაციის მთავარი სამედიცინო მიღწევა ფერიტინის — რკინის დეფიციტის მთავარი ბიომარკერის მყისიერი გაზომვაა. განვითარებად რეგიონებში ექიმები ძირითადად მხოლოდ ჰემოგლობინს ამოწმებენ, რაც რკინის საწყის დეფიციტს ვერ აფიქსირებს. ახალი ტესტი კი სპეციალისტებს საშუალებას აძლევ პაციენტს მკურნალობა მანამ დაუნიშნონ, სანამ მდგომარეობა ანემიამდე გართულდება.

მართალია, ბაზარზე ფერიტინის სხვა სწრაფი ტესტებიც არსებობს, თუმცა WEHI-ის მეცნიერების მთავარი მიღწევა ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც კლინიკურად კრიტიკულ ზღვარზე (30 ნგ/მლ) მკაფიო ვიზუალურ პასუხს იძლევა. ინოვაციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი უპრეცედენტო სიზუსტეა — ის უტოლდება ტრადიციულ ლაბორატორიულ მაჩვენებლებს.

მეცნიერების აზრით, ტესტი გადამწყვეტ როლს ითამაშებს დედათა ჯანმრთელობის დაცვაში, რადგან ორსულობისას განვითარებული ანემია ნაყოფისა და დედისთვის სერიოზულ გართულებებს იწვევს. მოწყობილობის რეალურ პირობებში გამოცდა მალავისა და კენიაში იგეგმება, რის შემდეგაც ის გლობალურად გახდება ხელმისაწვდომი და მილიონობით ქალისა თუ ბავშვის ცხოვრებას შეცვლის.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები