ავსტრალიამ მსოფლიოში პირველი MDMA-თერაპიის კლინიკური გაიდლაინი დაამტკიცა

გააზიარე

ავსტრალიის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნულმა საბჭომ (NHMRC) მსოფლიოში პირველი კლინიკური გაიდლაინი PTSD-ის მკურნალობისას MDMA-ით ასისტირებული ფსიქოთერაპიის გამოყენების შესახებ დაამტკიცა.

სინთეზური ნივთიერება MDMA ფართო საზოგადოებისთვის „ექსტაზის“ სახელით არის ცნობილი. ეს ნივთიერება ერთდროულად მასტიმულირებელ და ჰალუცინოგენურ თვისებებს ფლობს. კლინიკურ კონტექსტში მისი გამოყენება ფსიქოთერაპიულ სეანსებს გულისხმობს, სადაც პრეპარატი პაციენტს ემოციური ბარიერების დაძლევასა და ტრავმულ მოგონებებთან უსაფრთხოდ „დაბრუნებაში“ ეხმარება.

MDMA ორგანიზმში იწვევს სეროტონინის, დოფამინისა და ნორადრენალინის მასიურ გამოყოფას, რაც ზრდის ნდობის, თანაგრძნობისა და ემოციური სიახლოვის განცდას. ეს ფაქტორები PTSD-ით დაავადებული პირებისთვის თერაპიული პროცესის ეფექტურობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

მონაშის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ეს დოკუმენტი GRADE-ის „ოქროს სტანდარტს“ ეყრდნობა და მიზნად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და პაციენტების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდაჭერას ისახავს.

ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც MDMA აკრძალული ნივთიერებების სიიდან კონტროლირებად მედიკამენტებში გადაიტანა.

გაიდლაინის მიხედვით, აღნიშნული თერაპია არ განიხილება როგორც რუტინული მკურნალობა და ის მხოლოდ იმ ზრდასრული პაციენტებით უნდა შეიზღუდოს, რომლებთაც მძიმე სიმპტომები მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში აღენიშნებათ და რომლებთანაც პირველი რიგის ტრადიციულმა მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო.

დოკუმენტი MDMA-თერაპიის გამოყენებას მაღალი რისკის ჯგუფებში მკაცრად კრძალავს, მათ შორის ორსულებში, გულ-სისხლძარღვთა და ფსიქოზური დარღვევების მქონე პირებში. ეს რეგულაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან PTSD-ით დაავადებულთა თითქმის ნახევარი არსებულ მკურნალობაზე არ რეაგირებს.

მიუხედავად პოტენციური სარგებლისა, MDMA-ს გამოყენება ფიზიოლოგიური ეფექტების გამო მკაცრ სამედიცინო ზედამხედველობას საჭიროებს. ნივთიერება გულისცემის გახშირებას და არტერიული წნევის მატებას იწვევს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის რისკს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, ავსტრალიის ახალი გაიდლაინი ხაზს უსვამს, რომ პრეპარატი მხოლოდ კონტროლირებად გარემოში, ავტორიზებული ფსიქიატრების მიერ უნდა იქნას გამოყენებული, რათა ფიზიკური გართულებების, ისე ფსიქოზური რეაქციების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

წყარო: medicalxpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები