28-29 მაისს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის ორგანიზებით, გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „სპორტული მედიცინა — ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“.
ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პროფესიულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან ქართველ და უცხოელ ექსპერტებს რეაბილიტაციის, ტრავმატოლოგიისა და სპორტის მეცნიერების მიმართულებით.
პროგრამა და ფორმატი
კონფერენცია ორდღიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს:
-
28 მაისი — პრეზენტაციების დღე: საერთაშორისო ექსპერტების მოხსენებები მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების შესახებ.
-
29 მაისი — პრაქტიკული ვორკშოპები: მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ რეალურ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც უშუალოდ არის ორიენტირებული სპორტსმენის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ტრავმების პრევენციაზე.
მონაწილეობის პირობები
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი დასწრების ფორმატი:
-
სრული კონფერენცია (2 დღე): 850 ლარი
-
1 ვორკშოპი: 350 ლარი
-
2 ვორკშოპი: 500 ლარი
კონფერენციაზე რეგისტრაციისა და დეტალური პროგრამის გასაცნობად დაუკავშირდით ორგანიზატორებს ნომერზე: 555 18 32 18.

