თბილისი გულის უკმარისობის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

გააზიარე

25–26 სექტემბერს თბილისი მედიცინის სფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, გულის უკმარისობის საერთაშორისო ფორუმს (“Tbilisi International Heart Failure Forum 2026”) უმასპინძლებს. ღონისძიება მსოფლიოს წამყვან კარდიოლოგებს, მკვლევრებსა და კლინიცისტებს გააერთიანებს, რათა დარგის უახლესი მიღწევები და პაციენტების მართვის თანამედროვე სტანდარტები განიხილონ.

ფორუმის მთავარი თემები ინოვაციურ ვიზუალიზაციას, მოწინავე თერაპიულ მეთოდებსა და გლობალურ სამედიცინო კოლაბორაციას მოიცავს. კონფერენციამ უკვე მიიღო ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების სააკრედიტაციო საბჭოს (“EACCME®”) ოფიციალური აღიარება. შესაბამისად, მონაწილე ექიმები და მკვლევრები 15 ევროპულ სამედიცინო კრედიტს (“ECMEC®”) მოიპოვებენ.

 ორდღიანი შეხვედრა ქართველ მედიკოსებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკას უშუალოდ მსოფლიო დონის ექსპერტებისგან გაეცნონ. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: ghfa.ge 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები