საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი რეგულაციური სიახლე ინერგება. 2026 წლის 26 იანვრიდან, ძალაში ექთნებისა და მეან-ექთნების სახელმწიფო რეესტრი შედის, რომელიც მიზნად პროფესიული საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდასა და ხარისხის კონტროლის გაძლიერებას უნდა ისახავდეს.
შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით №38/ნ განისაზღვრა, რომელიც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი 23 იანვარს მოეწერა.
რას წარმოადგენს რეესტრი
ბრძანების მიხედვით, ექთნებისა და მეან-ექთნების ელექტრონული რეესტრი იქმნება, რომელიც ერთიან მონაცემთა ბაზას წარმოადგენს. რეესტრში აისახება:
- სახელმწიფო სერტიფიკატის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემის მონაცემები;
- საქმიანობის უფლების შეჩერება, განახლება ან გაუქმება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის ისტორია.
რეესტრის წარმოებასა და მართვას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო.
ავტორიზაცია როგორც სავალდებულო ეტაპი
ბრძანების ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა რომ, რომ საექთნო და მეან-ექთნის საქმიანობის უფლება რეესტრში ავტორიზაციას პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს. საქმიანობის გაგრძელება ან დაწყება შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელი იქნება.
ავტორიზაციისთვის მაძიებელმა უნდა:
- შეავსოს ელექტრონული განაცხადი სპეციალურ პლატფორმაზე:www.nursecertification.moh.gov.ge
- მიუთითოს პირადი და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
- წარადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი ან მისი ალტერნატივა);
- ატვირთოს დოკუმენტების სკანირებული ვერსიები.
განაცხადში მითითებული მონაცემები სახელმწიფო უწყებებთან რეალურ დროში მოწმდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები
ბრძანება უცხო ქვეყნის მოქალაქე ექთნებისა და მეან-ექთნების საკითხს ცალკე არეგულირებს. მათთვის ავტორიზაცია მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხორციელდება, რაც მოიცავს:
- პასპორტს;
- განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს;
- კვალიფიკაციის აღიარების ოფიციალურ დასტურს.
ყველა დოკუმენტი სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმნით
კონტროლი და პასუხისმგებლობა
ბრძანება მონაცემების სისწორეზე მკაცრ მოთხოვნებს აწესებს. მაძიებელი პასუხისმგებელია წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე, ხოლო ყალბი ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენამ შესაძლოა კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დადგომა გამოიწვიოს.
ასევე განისაზღვრა განაცხადის ხარვეზიანად მიჩნევის საფუძვლები და მათი გამოსწორების 30-დღიანი ვადა. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტოს განაცხადზე უარის თქმის უფლება აქვს.
რეგისტრაციის გარეშე მუშაობა პირთა 2000 ლარით , ხოლო განმეორებითი დარღვევა 4000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
სად მოქმედებს მსგავსი სისტემა
ამგვარი ქვეყნებია მაგალითად:
- გაერთიანებული სამეფო (UK) — Nursing and Midwifery Council (NMC) რეესტრი
- ავსტრიის რესპუბლიკა — Gesundheitsberuferegister (GBR)
- გერმანია — ფედერალურ დონეზე მოქმედი ინსტიტუციური რეესტრები.
- საფრანგეთი — Ordre National des Infirmiers
- ესტონეთი — ელექტრონული ჯანდაცვის პროფესიონალთა რეესტრი,
- კანადა — Canadian Nurses Association / Provincial Regulatory Bodies
- იაპონია — Japanese Nursing Association / Ministry of Health, Labour and Welfare
და მრავალი სხვა.
იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ექთნებისა და მეან-ექთნების სავალდებულო რეგისტრაცია ან მატორიზებული რეესტრი მოქმედებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ადგილი, რეალური, საერთაშორისო პრაქტიკის გამეორებაა, სადაც რეგისტრირებული პროფესიონალური რეესტრი სტანდარტულ მართვის ნაწილს წარმოადგენს, ჯანდაცვის სისტემაში.

