ევროპის ონკოლოგიური ინსტიტუტების ორგანიზაციის (OECI) ინიციატივით მადრიდში გამართული კონფერენცია „კიბოს კვლევისა და ინოვაციების დაჩქარების საკითხს მიეძღვნა და ის ნავარის უნივერსიტეტის კლინიკაში გაიმართა
ღონისძიებაში თოდუას კლინიკის ონკოლოგიის რეზიდენტი ელენე კეკელია და მისი კოლეგა მარიამ ჭიაბრიშვილიც მონაწილეობდნენ. მათ უცხოელ კოლეგებს გააცნეს თოდუას კლინიკის გამოცდილება და ევროპელ ექსპერტებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა სხვადასზვა დისკუსიაში.
კონფერენციის მთავარი თემა იყო, როგორ შეიძლება ონკოლოგიური სამეცნიერო კვლევა უფრო მეტად ინტეგრირდეს პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობაში და როგორ აძლიერებს ეს პაციენტზე ორიენტირებულ მოვლას. მონაწილეებმა განიხილეს ინოვაციური მიდგომები, მათ შორის, როგორ უწყობს კვლევა და საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს, უფრო ეფექტური, პაციენტზე მორგებული ონკოლოგიური სერვისების განვითარებას.
მადრიდში გამართულმა კონფერენციამ თემაზე „ეფექტური პაციენტური მარშრუტები“ გამოიწვია მნიშვნელოვანი დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კვლევასა და თანამშრომლობას შექმნას უფრო ეფექტური და პაციენტზე მორგებული ონკოლოგიური მოვლა.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა:აკადემიური კლინიკური კვლევების გაძლიერება; პაციენტთა ჩართვისა და მხარდაჭერის გაუმჯობესება; ევროპულ ონკოლოგიურ ცენტრებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.
როგორც ელენე კეკელია აღნიშნავს,
„მოხარული ვიყავი, რომ წარმოვადგენდი თოდუას კლინიკას Organisation of European Cancer Institutes (OECI) – CCI4EU კონფერენციაზე Clínica Universidad de Navarra-ში, ჩემი ძვირფასი კოლეგა მარიამ ჭიაბრიშვილისთან ერთად. დიდი შესაძლებლობა მოგვეცა რომ გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და გაგვეცნო ეს ყოველივე ევროპელი კოლეგებისთვის.“
საბოლოოდ, CCI4EU-ის მესამე შესაძლებლობების გაძლიერების კონფერენციამ მადრიდში გააერთიანა ევროპელი ექსპერტები, მკვლევრები და კლინიკური ლიდერები საერთო მიზნის გარშემო, ხელი შეუწყონ ინოვაციური კვლევის სწრაფად დანერგვას კლინიკურ პრაქტიკაში და გააძლიერონ პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები ონკოლოგიურ ზრუნვაში.
“განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და ისეთი აზრების გაცვლის წახალისებისთვის, რომელიც რეალურად უწყობს ხელს პროგრესს”- ამბობს ელენე კეკელია.
თოდუას კლინიკის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ჩართულობას ევროპულ სამედიცინო კვლევით და ინოვაციურ ქსელებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

