back to top

GCCA სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგს იწყებს

გააზიარე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგს იწყებს. სააგენტოს მიზანია ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება.

GCCA-ს ინფორმაციით, მონიტორინგი რამდენიმე ძირითად ასპექტს მოიცავს:

  • ბაზრის ანალიზი – განისაზღვრება ბაზრის ზომა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი და საბაზრო წილების დინამიკა.
  • დომინანტური მდგომარეობის შეფასება – გამოიკვეთება, არის თუ არა რომელიმე კომპანია ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობაში.
  • დამატებითი ფაქტორები – შესწავლილი იქნება სხვა ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკურენტულ გარემოზე ახდენს გავლენას.

სააგენტოში ამბობენ, რომ აქამდე განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის და 2 მოკვლევის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი სააგენტოს მიერ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება.

კვლევის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბოლო პერიოდში სამედიცინო მომსახურებაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 26%-ით არის მომატებული.

მონიტორინგის პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება. კვლევის შუალედური შედეგები საჯაროდ პერიოდულად გამოქვეყნდება.

ამჟამად, GCCA მონიტორინგს რამდენიმე სხვა ბაზარზეც ახორციელებს, მათ შორის: FMCG პროდუქტების, საავტომობილო საწვავის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, თამბაქოს, თხილისა და ლურჯი მოცვის ბაზრებზე.

წყარო: GCCA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები