იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი ERN Cranio-ს პარტნიორი გახდა

გააზიარე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი კლინიკა გახდა, რომელიც ევროპული რეფერალური ქსელის, ERN Cranio-ს პარტნიორად დასახელდა. 

აღნიშნული ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით სპეციალიზებულ ჰოსპიტლებს აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი თავის ქალასა და სახის მიდამოს იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა.

იაშვილის ჰოსპიტლის ყბა-სახის ქირურგიული დეპარტამენტის სპეციალისტები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა იშვიათი თანდაყოლილი ანომალიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებში. 

ეს თანამშრომლობა ქართველ ექიმებს საშუალებას აძლევს, უშუალო მონაწილეობა მიიღონ ახალი სამედიცინო გაიდლაინების შემუშავებასა და მუდმივ რეჟიმში გაიზიარონ წამყვანი ევროპული კლინიკების გამოცდილება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის საერთაშორისო ქსელში გაწევრიანება პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტია იქნება, რაც რთული და იშვიათი პათოლოგიების მკურნალობას ადგილობრივ დონეზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს.

ამასთანავე, მსგავსი პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქართველი სპეციალისტების პროფესიულ ზრდასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას. წამყვან კლინიკებთან მუდმივი კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება ქვეყანაში სამედიცინო სერვისების განვითარების ახალ ეტაპს დაუდებს საფუძველს.

წყარო: ern-cranio 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები