ისრაელურმა სტარტაპმა Biostream Pharmaceuticals-მა შარდის მარტივი, არაინვაზიური ტესტი შექმნა, რომელიც ექიმებს ნორმალური წნევის ჰიდროცეფალიის (NPH) დიაგნოსტირებაში დაეხმარება. ტექნოლოგიას აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Breakthrough სტატუსი მიანიჭა, რაც კლინიკურ პრაქტიკაში მისი დანერგვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ნორმალური წნევის ჰიდროცეფალია მეხსიერების დაქვეითებას, სიარულის გაძნელებასა და დემენციის სხვა სიმპტომებს იწვევს, რის გამოც მას ხშირად შეცდომით ალცჰაიმერის დაავადებად მიიჩნევენ. ალცჰაიმერისგან განსხვავებით, ამ მდგომარეობის მკურნალობა ხშირად ოპერაციითაც შესაძლებელია, რაც პაციენტებს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს ნაწილობრივ უბრუნებს, მაგრამ ათასობით ადამიანი სწორად დასმული დიაგნოზის გარეშე რჩება.
BioStream-ის პლატფორმა შარდის პროტეომულ ანალიზსა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რითაც ექიმებს ჰიდროცეფალიისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების ერთმანეთისგან გარჩევას უმარტივებს. ტესტის შექმნა ისრაელელმა ექიმმა, მეითალ სეგევ-ბარმა, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მამამისი დაავადდა და მიხვდა, რამდენად რთულია ამ მდგომარეობის დროული დიაგნოსტირება.
ტექნოლოგია ჯერ კიდევ კლინიკურ კვლევებს გადის და ფართო გამოყენებისთვის FDA-ს საბოლოო ნებართვა არ მიუღია.
წყარო: calcalistech.com

