ჯადოსნური ნემსი- დეზინფორმაცის ტალღა, რომელიც რეალურად წლების წინათ შემუშავებულ ორთოპედიულ პრეპარატს ეხება

გააზიარე

ხრტილოვანი სტუქტურის ცვეთა, მსოფლიო მოსახლეობის უზარმაზარ სეგმენტს აწუხებს და ხშირად მათ ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს. სახსრების ხრტილის აღდგენა და რეგენერაცია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მოთხოვნადი მიმართულებაა. ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელმა მეცნიერებმა ინოვაციური, საოცარი სამედიცინო გელი შექმნეს, რომელსაც დაზიანებული სახსრების სრულად აღდგენა და პაციენტების გადარჩენა შეუძლია მუხლისა თუ ბარძაყის ენდოპროთეზირების რთული ოპერაციებისგან. ინფორმაცია რამოდენიმე დღის განმავლობაში შეიძლებოდა გვენახა რამოდენიმე ავტორიტარულ ვებ გვერდზე და ხშირად გხვდება სხვადასხვა წყარიებში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მართლაც ლიდერობს ორთოპედიულ კვლევებში, რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაპირებები  ძლიერ გადაჭარბებული.

ChondroFiller

ხმების მთავარი წყარო რეალურად არსებული გერმანული პროდუქტი, სახელწოდებით ChondroFiller-ია, რომელიც ბაზარზე ჯერ კიდევ 2013 წელს გამოჩნდა. ეს კოლაგენზე დაფუძნებული სპეციალური ჰიდროგელია, რომელიც სახსარში ერთგვარი მატრიცის, ანუ “ხარაჩოს” როლს ასრულებს. მისი მიზანია, ორგანიზმს საკუთარი უჯრედების გამრავლებასა და დაზიანებული ადგილის ბუნებრივად შევსებაში დახმარებაა. თუმცა, ინტერნეტ-მითებისგან განსხვავებით, ეს არ არის უბრალო, უმტკივნეულო ინექცია, რომლის გაკეთებაც ექიმის კაბინეტში, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. პროდუქტის გამოსაყენებლად საჭიროა მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ჩარევა, კერძოდ, ართროსკოპია. ოპერაციის შემდეგ კი პაციენტს ხანგრძლივი რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის კურსის გავლა უწევს.

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია იმის გაგება, თუ ვისთვის არის განკუთვნილი ეს ტექნოლოგია. გერმანული ჰიდროგელი ეფექტურია მხოლოდ მცირე ზომის, ლოკალური და იზოლირებული ხრტილოვანი დეფექტების დროს, რომლებიც, როგორც წესი, ტრავმის შედეგად ვითარდება. იგი სრულიად უძლურია შორს წასული ოსტეოართრიტის წინააღმდეგ. როდესაც საქმე სახსრის ქრონიკულ, ფართომასშტაბიან დეგენერაციასთან, ანთებით პროცესებთან და ძვლოვან ცვლილებებთან გვაქვს, გელი ვერ შეძლებს ხრტილის სრულფასოვან რეგენერაციას. შესაბამისად, მითია ის მოსაზრება, თითქოს ეს მეთოდი მთლიანად ჩაანაცვლებს სახსრის ხელოვნური პროთეზით შეცვლის აუცილებლობას მძიმე პაციენტებში.

დეზინფორმაციის ტალღას ხელი რეალურად ლაბორატორიულ დონეზე მიმდინარე სხვა, უფრო ახალმა კვლევებმა შეუწყო. მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში მეცნიერები მართლაც მუშაობენ ბიოაქტიურ ჰიდროგელებზე, რომლებიც ღეროვან უჯრედებთან კომბინაციაში ცხოველებზე ჩატარებულ ტესტებში შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებენ. თუმცა, ლაბორატორიული წარმატებიდან ადამიანებისთვის განკუთვნილ უსაფრთხო, მასობრივ მკურნალობამდე ხანგრძლივი წლები და მრავალეტაპიანი კლინიკური გამოცდებია საჭირო.

საბოლოო ჯამში, ხმები უბრალოდ ძველ 13 წლის წინათ დამტკიცებულ სამკურნალო საშუალებას ეხმარუება და აუცილებელი არ შევცდეთ, ვინაიდან მეცნიერებას ჯერ კიდევ არ შეუქმნია “ჯადოსნური ნემსი”, რომელიც მუხლის ცვეთას ყოველგვარი ქირურგიისა და ძალისხმევის გარეშე განკურნავს. ორთოპედიაში საუკეთესო შედეგი კვლავინდებურად ადრეულ დიაგნოსტიკას, სწორ ფიზიკურ აქტივობასა და ინდივიდუალურად შერჩეულ, რეალურ მედიცინაზე დაფუძნებულ მკურნალობას მოაქვს.

ndtv

pmc.ncbi.nlm

meidrix

გააზიარე

სარჩევი

spot_img

სხვა სიახლეები