back to top

JAMA-ს კვლევა: დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები თირკმლისა და გულის დაავადებების მკურნალობისთვისაც ეფექტურია

გააზიარე

ახალი, მასშტაბური მეტა-ანალიზი (SMART-C) ადასტურებს, რომ SGLT2 ინჰიბიტორებს – დიაბეტის სამკურნალოდ შექმნილ მედიკამენტებს – გაცილებით ფართო სამედიცინო სარგებელი აქვთ, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ.

JAMA-ს კვლევის შედეგები იმდენად იმედისმომცემია, რომ სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში შეიცვლება თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD) და გულის უკმარისობის მკურნალობის სტანდარტები.

კვლევამ დაამტკიცა, რომ ეს წამლები თირკმლის დაავადების პროგრესირებას ანალოგიურად ამცირებს როგორც დიაბეტით დაავადებულ, ასევე არადაავადებულ პაციენტებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მედიკამენტები ეფექტურია მაშინაც კი, როდესაც პაციენტებს თირკმლის დაზიანების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, რაც აქამდე მკურნალობის დაწყების შემაფერხებელი ფაქტორი იყო. SGLT2 ინჰიბიტორებმა თირკმლის ფუნქციის წლიური დაქვეითება დაახლოებით 51%-ით შეანელა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მედიკამენტები ასევე მკვეთრად ამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს, რაც მათ ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის. კვლევის ეს შედეგები სავარაუდოდ გახდება საფუძველი იმისა, რომ უახლოეს მომავალში შეიცვალოს მკურნალობის კლინიკური მეთოდები.

თუმცა, პრობლემად რჩება წამლის მაღალი ფასი და ის ფაქტი, რომ მიუხედავად ცნობილი სარგებლისა, მაღალი რისკის მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილი იტარებს ამ ტიპის მკურნალობას. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ როგორც კი პატენტების ვადა ამოიწურება და იაფი გენერიკული ვერსიები გამოჩნდება, ეს წამალი უფრო ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი.

წყარო: JAMA 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები