კიბოს შემთხვევების 40% პრევენცირებადია: Nature-ს უახლესი კვლევის შედეგები

გააზიარე

ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, 2022 წელს მსოფლიოში გამოვლენილი კიბოს ახალი შემთხვევების თითქმის 40% დაკავშირებულია რისკ-ფაქტორებთან, რომელთა შეცვლა ან თავიდან არიდება შესაძლებელია. 

185 ქვეყნის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 18.7 მილიონი შემთხვევიდან დაახლოებით 7.1 მილიონი პოტენციურად პრევენცირებადი იყო.

უახლესმა კვლევამ სამი წამყვანი ფაქტორი გამოკვეთა, რომლებზეც კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის: თამბაქოს მოწევა (15.1%), სხვადასხვა ტიპის ინფექციები (10.2%), სახელდობრ პაპილომავირუსი (HPV) და Helicobacter pylori, და ალკოჰოლის მოხმარება (3.2%). 

საინტერესოა, რომ ეს რისკები მკვეთრად განსხვავდება სქესის მიხედვით: თუ ქალებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ინფექციები წარმოადგენს, რაც შემთხვევების 11.5%-თან არის ასოცირებული, მამაკაცებში დომინანტური რისკ-ფაქტორი თამბაქოა, რომელსაც კიბოს შემთხვევების თითქმის მეოთხედი (23.1%) უკავშირდება.

კიბოს ტვირთი რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, სუბსაჰარულ აფრიკაში მცხოვრები ქალები ყველაზე მეტად არიან დაუცველნი პრევენცირებადი რისკებისგან (38.2%), ხოლო აღმოსავლეთ აზიაში მამაკაცებს შროის შემთხვევების ნახევარზე მეტი (57.2%) სწორედ ასეთ ფაქტორებს უკავშირდება.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ თამბაქოს კონტროლი, ინფექციების პრევენცია და რეგიონზე ადაპტირებული ჯანდაცვის სტრატეგიები გადამწყვეტია კიბოს გლობალური ტვირთის შესამცირებლად. თუმცა, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მონაცემების ნაკლებობა კვლავ რჩება მთავარ დაბრკოლებად ზუსტი პოლიტიკის შესამუშავებლად.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები