კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გურჯაანში — რა სიმპტომები ახასიათებს ინფექციას

გააზიარე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა დაინფიცირების გამო სააღმზრდელო ჯგუფი დროებით დაიხურა. ადგილობრივი გამოცემა „მთავარი ამბები“ იუწყება, რომ ბავშვებში კოკსაკის ვირუსის (Coxsackievirus) შემთხვევები გამოვლინდა.

ვირუსი ძირითადად ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ან ჰაერწვეთოვანი გზით ხვდება. დაავადება მწვავედ იწყება და სპეციფიკური კლინიკური სურათით ვლინდება, რომელსაც მედიცინაში ხშირად ე.წ. „ხელის, ფეხისა და პირის სინდრომსაც“ (Hand, foot, and mouth disease) უწოდებენ.

ინფექციის მთავარი სიმპტომებია:

  • მაღალი ტემპერატურა: დაავადება ხშირად მოულოდნელი, მწვავე სიცხით იწყება.

  • მტკივნეული გამონაყარი პირის ღრუში: ყელის, ენისა და ლოყის შიდა ზედაპირზე ჩნდება წითელი ლაქები, რომლებიც სწრაფად გადაიქცევა წყლულებად და ბავშვს საკვებისა თუ სითხის მიღებას ურთულებს.

  • წყლულები და ბუშტუკები სხეულზე: დამახასიათებელი გამონაყარი ძირითადად ხელისგულებზე, ფეხისგულებსა და ზოგჯერ დუნდულების არეში ჩნდება.

უმეტეს შემთხვევაში კოკსაკის ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და ორგანიზმი დაავადებას რამდენიმე დღეში, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე უმკლავდება. მთავარი რეკომენდაცია სიმპტომური მართვა და სითხის დიდი რაოდენობით მიღებაა, თუმცა გართულებების თავიდან ასაცილებლად პედიატრთან კონსულტაცია აუცილებელია.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები