კორონარული არტერიების გამკვრივება (კალციფიკაცია) არის აქტიური ათეროსკლეროზის ნიშანი,რომელიც 70 წლის ზემოთ (ქალებში-70% ,მამაკაცებში >90%) ყველაზე ხშირად გვხვდება, რაც მკვეთრად ზრდის ინფარქტებისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს მოსახლეობაში. ამ პრობლემის გადასაჭრელად ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენეს ინტრავასკულარული ლითოტრიფსია (IVL),რომელიც კალციფიცირებულ უბნებზე აგზავნის პულსაციურ ტალღებს, შლის შევიწროვებულ უბნებს და აუმჯობესებს სტენტირების შესაძლებლობას. ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდა პოპულაციაში და უნდა აღინიშნოს,რომ კვლევების შედეგად დადასტურდა დაბალი მაჩვენებელი პოსტოპერაციული გართულებების, რაც დამაიმედებელი და პერსპექტიული შანსია მომავლის მედიცინაში.
როგორ ტარდება ეს პროცედურა?
კორონარული ინტრავასკულარული ლითოტრიფსიის (IVL ) დროს, კათეტერი შედის სისხლძარღვში, ეს პროცესი კონტროლდება ანგიოგრამის საშუალებით. როდესაც მიაღწევს კალციფიცირებულ უბანს, ბუშტი ფართოვდება, შიგნით მოთავსებულია მოწყობილობა, რომელიც იწყებს პულსაციური, ელექტრული ხმოვანი ტალღების გაშვებას. ეს იმპულსები შლის დიდი ზომის ინტიმასა და მედიაზე ჩალაგებულ კალციუმის ნაწილაკებს მცირე ნაწილებად.
ლითოტრიფსიით მკურნალობის კვლევა ასაკოვნებში 2019 წელს დაიწყო,კალიფორნიაში, და 2025 წლამდე გაგრძელდა.კვლევის მიმდინარეობისას პაციენტები დაყვეს ორ ჯგუფად 80 წელზე მეტი და ნაკლები ასაკის მქონენი. ჯამში 583- მა პაიცენტმა მიიღო მონაწილეობა, აქედან n-147 ≥80, ხოლო n-436 <80 წლის იყო. შედარებით ახალგაზრდა პაციენტებისა, ასაკოვნებს მრავალი კომორბიდული მდგომარეობა აღენიშნებოდათ, თუმცა პროდეცურის მიმდინარეობისას გართულებები, როგორიცაა მწვავე დისექცია ან პერფორაცია ორივე ჯგუფში ერთი და იმავე, დაბალ ნიშნულზე იყო. ტექნიკური წარმატებას 87.%-ს ასაკოვნებში და 90.6%-ს 80 წელზე ნაკლებ პაციენტებში მიაღწიეს, ხოლო კლინიკაში კარდიოვასკულარული გვერდითი მოვლენები MACE (Major Adverse Cardiac Events) 1.4% და 2.1% იყო ასაკოვნებსა და ახალგაზრდებში. ლითოტრიფსიის შემდეგ ერთ წლიანი მეთვალყურეობა გაგრძელდა პაციენტების, დაკვირვებით მკურნალობის შედეგები შენარჩუნდა,რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პროცედურის წარმატება ასაკოვან მოსახლეობაში.
რა სარგებელი აქვს ინტრავასკულარულ ლითოტრიფსიას ასაკოვნებში?
- ზრდის შევიწროვებული სისხლძარღვის გამტარებლობას
- სიზუსტით შლის კალციფიცირებულ ზედაპირებს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს
- დაბალი რისკი პოსტოპერაციული გართულებების ასაკოვნებში
- ახანგრძლივებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს
- ნაკლებად ტრამვულია და იშვიათად იწვევს პერფორაციას ან სერიოზულ გართულებებს
- მაღალი ტექნიკური შესრულების წარმატება
- უსაფრთხოა თანხმხლები დაავადებების, მაგალითად: გულისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებშიც კი.
ინტრავასკულარული ლითოტრიფსია (IVL) უსაფრთხო, ეფექტური და მინიალურად ინვაზიური მეთოდია ხანდაზმულებში კალციფიცირებული კორონარული სისხლძარღვების სამკურნალოდ, რაც მედიცინაში სამომავლო, წინ გადადგმული ნაბიჯია.
წყარო:
https://www.thelancet.com/journals/eclinm/article/PIIS2589-5370(25)00274-3/fulltext

