კვლევა: გლობალური დათბობის გამო შემცირებული ფიზიკური აქტივობა სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს

გააზიარე

ჟურნალ The Lancet Global Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2050 წლისთვის აუტანელი სიცხის გამო ადამიანები ნაკლებს იმოძრავებენ, რაც ყოველწლიურად დამატებით 500 000 ნაადრევ სიკვდილს გამოიწვევს.

კვლევა ხაზს უსვამს იმ კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებსაც, რაც გლობალურ დათბობას მოჰყვება. მეცნიერების პროგნოზით, 2050 წლისთვის ფიზიკური აქტივობის შემცირება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 2.4-დან 3.7 მილიარდ დოლარამდე დააზარალებს. ეს ფინანსური ზარალი განპირობებულია როგორც სამუშაო საათების შემცირებით ექსტრემალური სიცხის გამო, ისე მოსახლეობის შრომისუუნარობის ზრდით.

კვლევის შედეგები

მეცნიერებმა 156 ქვეყნის 22-წლიანი მონაცემები გააანალიზეს. დადგინდა, რომ ყოველი თვე, როდესაც საშუალო ტემპერატურა 27.8°C-ს აჭარბებს, გლობალურად ფიზიკურ უმოქმედობას საშუალოდ 1.5 პროცენტით ზრდის. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია (1.85).

ფიზიკური პასიურობა კი პირდაპირ ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა, მაგალითად:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

  • მეორე ტიპის დიაბეტი;

  • კიბოს გარკვეული ფორმები;

  • მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები.

აღნიშნული პრობლემა მხოლოდ კლიმატის ცვლილებას არ ეხება, ეს სოციალური უთანასწორობის საკითხიცაა. ყველაზე მეტად ცხელი რეგიონები, მაგალითად, ცენტრალური ამერიკა, კარიბის ზღვის აუზი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, რადგან იქ მოსახლეობას ხშირად არ აქვს წვდომა კონდიცირებულ სივრცეებსა და უსაფრთხო შიდა ინფრასტრუქტურაზე. ამასთანავე, ფიზიკური უმოქმედობის ზრდა უფრო მეტად ქალებშია მოსალოდნელი, რაც, ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან ერთად, სოციალური ფაქტორებითაც არის განპირობებული.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფიზიკური აქტივობა უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების ერთ-ერთი ზომა და არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი.

წყარო: The Lancet

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები