მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც ერთდროულად მოიხმარენ კანაფსა და თამბაქოს, საგრძნობლად განსხვავებული ცვლილებები ფიქსირდება, ვიდრე მათში, ვინც მხოლოდ კანაფს მოიხმარს.
ეს აღმოჩენა შესაძლოა ხსნიდეს, რატომ გვხვდება კანაფისა და თამბაქოს ერთდროულად მომხმარებლებში დეპრესიისა და შფოთვის გაზრდილი დონე, და რატომ უჭირთ მათ კანაფის მოხმარების შეწყვეტა იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ კანაფს მოიხმარს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს არის პირველი მტკიცებულება ადამიანებში იმ მოლეკულური მექანიზმის შესახებ, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს უარეს შედეგებს იმ პირებში, რომლებიც კანაფსა და თამბაქოს ერთად მოიხმარენ. ამ მექანიზმის იდენტიფიკაცია კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კანაფის მოხმარების აშლილობის სამკურნალო მედიკამენტების შექმნისკენ.
ტვინის PET სკანირებამ გამოავლინა, რომ კანაფისა და თამბაქოს მომხმარებლებში FAAH ენზიმის დონე მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე მხოლოდ კანაფის მომხმარებლებში. FAAH არის ფერმენტი, რომელიც შლის ანანდამიდს – ბუნებრივ მოლეკულას, რომელსაც ხშირად “ნეტარების მოლეკულას” უწოდებენ და ის მონაწილეობს განწყობისა და სტრესის რეგულაციაში.
FAAH ენზიმის მაღალი დონე იწვევს ანანდამიდის შემცირებას, რაც თავის მხრივ უკავშირდება შფოთვას, დეპრესიას და რეციდივის გაზრდილ რისკს კანაფის მოხმარების შეწყვეტის მცდელობისას.
კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 13 ახალგაზრდა მონაწილის მონაცემები. მონაწილეთაგან რვა ყო მხოლოდ კანაფის მომხმარებელი, ხოლო ხუთი წარმოადგენდა კანაფისა და თამბაქოს ერთდროულ მომხმარებელთა ჯგუფს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები თავდაპირველად სხვა კვლევითი პროექტის ფარგლებში შეგროვდა, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ტვინში დაფიქსირებული ცვლილება მკაფიო და დიფერენცირებული იყო კანაფის მხოლოდ მომხმარებლებთან შედარებით. კვლევის ეს შედეგები ვარაუდობს, რომ აღმოჩენილი ცვლილებები არ არის განპირობებული მხოლოდ თამბაქოს მოხმარებით.
წყარო: ScienceDirect

