წითელას შემთხვევებმა აშშ-ში 1,000-ს გადააჭარბა: მთავარი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი დონეა

გააზიარე

ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელას შემთხვევების რაოდენობამ 1,100-ს გადააჭარბა, რაც ვირუსის მაღალი კონტაგენურობისა და ვაქცინაციის დაბალი დონით არის გამოწვეული.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ში წითელას გავრცელების მასშტაბების ზრდა სინმადვილეში კომპლექსური ფაქტორების ერთობლიობაა. ექსპერტების აზრით, ვითარებას ადმინისტრაციის მიერ გატარებული ზოგიერთი პოლიტიკური კურსი ამძიმებს, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დაფინანსების შემცირება, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მონიტორინგის სისტემები.

ამასთან, სიტუაციას საზოგადოებრივ კომუნიკაციაში არსებული ხარვეზები და გაურკვეველი გზავნილები ართულებს, რაც, ექსპერტთა შეფასებით,  დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასხელს უწყობს და საბოლოოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ეფექტურ მართვას აჭიანურებს.

რატომ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად?

წითელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. სპეციალისტების განმარტებით, ეპიდემიის მასშტაბებს რამდენიმე ძირითადი მიზეზი განაპირობებს:

  • კოლექტიური იმუნიტეტის დაქვეითება: შემთხვევების 94% იმ პირებში დაფიქსირდა, რომლებიც არ არიან აცრილები ან მათი იმუნიზაციის სტატუსი უცნობია. ვაქცინაციის დონის შემცირება ვირუსს მარტივი გავრცელების არეალს უქმნის.

  • მონაცემთა შეგროვების სირთულეები: მონიტორინგის სისტემებში არსებულმა ტექნიკურმა შეფერხებებმა და დაფინანსების ცვლილებამ, ექსპერტების აზრით, მონაცემების დამუშავების პროცესი შეანელა. ეს ართულებს ადგილობრივ დონეზე ეპიდემიის დროულ ზედამხედველობასა და შესაბამისი ზომების გატარებას.

ვაქცინაცია როგორც პრევენციის ქვაკუთხედი

მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ წითელას წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაციაზე უფრო ეფექტური ინსტრუმენტი არ არსებობს. წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინა არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდს იცავს, არამედ ქმნის ე.წ. „კოლექტიურ ფარს“ (herd immunity), რომელიც ვირუსის გავრცელების ჯაჭვს წყვეტს. ვაქცინაციის მაღალი დონის გარეშე, მონიტორინგის ნებისმიერი სისტემა თუ სამედიცინო ჩარევა მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა, რადგან ვირუსი მუდმივად ეძებს დაუცველ მოსახლეობას გავრცელებისთვის.

მონიტორინგის თანამედროვე მეთოდების როლი

ეპიდემიოლოგიური კონტროლის აღსადგენად, ექსპერტები მიუთითებენ ჩამდინარე წყლების მონიტორინგის (wastewater surveillance) მასშტაბურ დანერგვაზე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, ვირუსის არსებობა გამოვლინდეს მანამ, სანამ ის კლინიკურად, სიმპტომების გამოვლენით დადასტურდება. მსგავსი ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ვაქცინაციის კამპანიების გააქტიურება ის ორი აუცილებელი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ეპიდემიის შეჩერებას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტაბილურობის აღდგენას.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები