ფსიქოტროპული პრეპარატების შესახებ დამტკიცებულ დოკუმენტს, დასახელებით: „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2026 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე“ 2026 წლის 30 იანვარს ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, მიხეილ სარჯვალაძემ და გელა გელაძემ, ერთობლივად მოაწერეს ხელი.
რას არეგულირებს დოკუმენტი
დოკუმენტი 2026 წლისთვის საქართველოს შიდა კვოტებს ადგენს, იმ ნივთიერებებზე, რომლებიც:
- არ ექვემდებარება საერთაშორისო ნარკოკონტროლს,
- საქართველოში საჭიროებს სპეციალურ ზედამხედველობას.
- ან გათანაბრებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტებთან.
შესაბამისად, სახელმწიფო განსაზღვრავს თუ რამდენი გრამი/კილოგრამი შეიძლება იყოს ქვეყანაში ლეგალურად გამოყენებული (იმპორტი, წარმოება, სამედიცინო მოხმარება).
წლევანდელი დოკუმენტით კვოტები შემდეგ ნივთიერებებზე განისაზღვრა:
- ბაკლოფენი – 1 000 გ
- გაბაპენტინი – 80 000 გ
- ზოპიკლონი – 800 გ
- პრეგაბალინი – 120 000 გ
- ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი – 8 000 გ
ჯანდაცვის მიმართულებით აღნიშნული ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიაში, ფსიქიატრიასა და ტკივილის მართვის დანიშნულებით, მაგრამ ვინაიდან მოცემული სუბსტანციები, ადიქციის განვითარებითა და არამიზნობრივი გამოყენების მაღალი რისკით ხასიათდებიან, მათი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლის საჭიროება არსებობს.
რა შეიცვალა?
გასული წლის დადგენილება შემდეგნაირია:
- ზოპიკლონი- 400 გ
- პრეგაბალინი-50 000გ
- ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი – 10 000 გ
ამ დადგენილების მიხედვით 2025-ში გაბაპენტინი და ბაკლოფენი კვოტირებული არ ყოფილა, რაც 2026-წელს დაემატა.
საგულისხმოა რომ, არც გასული და არც ახლანდელი წლის ჩამონათვალში ზალეპლონი, დექსტრომეტორფანი და ტროპიკამიდი ვერ მოხდა, რომელებიც 2023 წლის ჩათვლით სიებში შეგვიძლია ვხილოთ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიმართ, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

