„მეგალაბში“ 26–27 ნოემბერს 3 ან მეტი კვლევის ონლაინ შეძენისას 70%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

გააზიარე

26–27 ნოემბერს „მეგალაბის“ ონლაინ მაღაზიაში ნებისმიერი 3 ან მეტი კვლევის შეძენა 70%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. კომპანიის ცნობით, შეძენილი სამედიცინო მომსახურების მიღებას პაციენტები მომდევნო 7 დღის განმავლობაში, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეძლებენ.

როგორც „მეგალაბში“ განმარტავენ, კომპანია ყოველწლიურად სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო სერვისებს განსაკუთრებით ხელმისაწვდომ პირობებში, თუმცა წელს პაციენტებს ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა უფრო ხანგრძლივი ვადით მისცეს. შეთავაზება მოსახერხებელია მათთვისაც, ვინც ფილიალში უშუალოდ ამ დღეებში მისვლას ვერ ახერხებს და დროისა და ენერგიის დაზოგვა სურს.

პარალელურად, მხოლოდ 26–27 ნოემბერს, ფილიალში ვიზიტისას მომხმარებლებს სპეციალურად შექმნილი ფასდაკლებული Check-up ნაკრებებით სარგებლობაც შეუძლიათ. აქცია მხოლოდ უშუალოდ „მეგალაბში“ შესრულებულ ანალიზებზე ვრცელდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე *1111 ან დაუკავშირდნენ კომპანიას WhatsApp-ის მეშვეობით: +995 511 54 45 46.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები