მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, რომელიც გვკარნახობს, როდის უნდა შევწყვიტოთ ქავილი

გააზიარე

მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ვგრძნობთ შვებას ქავილის დროს და რა აიძულებს ჩვენს ორგანიზმს, რომ პროცესი გარკვეულ მომენტში შეწყვიტოს. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ნერვულ სისტემაში არსებობს სპეციალური მოლეკულური არხი, სახელით TRPV4, რომელიც ერთგვარი შინაგანი სიგნალიზაციის როლს ასრულებს.

ლუვენის უნივერსიტეტის (ბრიუსელი) პროფესორ რობერტა გუალდანის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ე.წ მოლეკულური „მუხრუჭი“ გამოავლინა, რომელიც სხეულს ქავილის შეწყვეტისკენ უბიძგებს.

როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?

ეს არხი მოთავსებულია იმ ნერვულ უჯრედებში, რომლებიც შეხებაზეა პასუხისმგებელი. კვლევამ აჩვენა, რომ მისი მთავარი ფუნქცია ტვინისთვის იმის შეტყობინებაა, რომ ქავილი უკვე საკმარისი იყო.

მეცნიერებმა დააკვირდნენ, რომ როდესაც ეს არხი არ მუშაობს:

  • ქავილის პროცესი ძალიან ჭიანურდება;
  • ორგანიზმი ვეღარ ხვდება, როდის დადგა შვების მომენტი;
  • შედეგად, ადამიანი (ან ცხოველი) გაუჩერებლად აგრძელებს კანის გაღიზიანებას.

რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?

აქამდე ფიქრობდნენ, რომ ეს მოლეკულა მხოლოდ ქავილის გამომწვევი იყო, ამიტომ მეცნიერებს  მისი სრული ბლოკირება სურდათ. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ აჩვენა, რომ მისი სრულად გათიშვა შეცდომა იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში ადამიანს ქავილის შეჩერების უნარი დაეკარგებოდა.

ეს აღმოჩენა დაეხმარება მედიკოსებს, შექმნან უფრო ზუსტი წამლები ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ეგზემა და ფსორიაზი. მიზანი იქნება ისეთი პრეპარატის შექმნა, რომელიც ქავილის შეგრძნებას შეამცირებს, მაგრამ არ დააზიანებს იმ ბუნებრივ მექანიზმს, რომელიც ჩვენს დამშვიდებაზეა პასუხისმგებელი.

წყარო: eurekalert

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები