მშობლის ჩართულობა შშმ მოზარდების უსაფრთხო და ეფექტიან მკურნალობაში

გააზიარე

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგაოდება ავრცელებს რეკომენდაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა შშმ პირების, ქცევითი სირთულეებისა და ეიპილეფსიის მქონე მოზარდებთან სამედიცინო პროცედურების მიმდინარეობისას. რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მშობლის სწორად დაგეგმილი ჩართულობა და თანამონაწილეობა გარანტიაა როგორც ბავშვის სიმშვიდის, ისე  სამედიცინო მანიპულაციის ხარისხისა და სიზუსტის.

დღესდღეობით სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს იმას, რაც მშობლებისთვის ხშირად ინტუიცუიურად ცხადი იყო. შშმ მოზარდებისთვის, ეპილეფსიის დიაგნოზისა და ქცევითი სირთულეების მქონე მოზარდებთან, მშობლის თანდასწრება სამედიცინო პროცედურების დროს,  კრიტიკულ მნიშნველობას იძენს არა მხოლოდ ემოციური მხარდაჭერის, არამედ კლინიკური ეფექტიანობის კუთხითაც.

კვლევების თანახმად, მშობლის ემოციური მხარდაჭერა სამედიცინო პროცედურების დროს ზრდის მანიპულაციის ეფექტურობას და იცავს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას. მშობლის აქტიური ჩართულობა ცვლის პაციენტის მხრიდან ტკივილის აღქმას,შფოთვასა და სტრესული რეაქციების სიმძაფრეს.

უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) ჩატარებისას მშობლების თანდასწრება და სწორი ჩართულობა აუმჯობესებს პროცედურის ხარისხს. MRI გრძელვადიანი და სიზუსტის მომთხოვნი გამოკლვევაა. პროცედურის წარამტებისთვის აუცილებელია, რომ პაციენტი სრული სიმშვიდით და უმოძრაოდ იწვეს. ბავშვებთან ხშირად გამოიყენება დამაძინებელი პრეპარატები, რათა მათ მოძრაობით არ დააზიანონ გამოსახულება. თუმცა, სედაციური მედიკამენტების გამოიყენება უკავშირდება გარკვეულ რისკებს და გვერდით მოვლენებს. კვლევებმა აჩვენა,რომ მშობლის თანდასწრება ამცირებს ბავშვში შფოთვას და ამ გზით- სედაციის საჭიროებას. განსაკუთრებით ეფექტურია ეს მოდგომა მცირერწლოვან ბავშვებში, სადაც მშობლის ფიზიკური და ემოციური მხარდაჭერა მნიშნველოვან გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე და ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციებზე.  სწორად ინფორმირებული და ემოციურად სტაბილური მშობელი MRI-ის პროცესში ხდება შფოთვის შემცირების მნიშნველოვანი ფაქტორი, რაც უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ქმნის ბავშვისთვის.

მიუხედავად პოზიტიური ზეგავლენისა, გასათვალისწინებელია, მშობლის როლის სწორი დაგეგვმა და ჩართულობა. აუცილებელია სამედიცინო პერსონალთან წინასწარი კონსულტაცია და დაგეგვმა. მშობლის  გადაჭარბებული შფოთვა, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს მოზარდზე. საჭიროა მშობლის წინასწარი ინფორმირება და შემდეგ სამედიცინო მანიპულაციაში თანაჩართულობა. აღნიშნული მიდგომა მნიშნველოვანია როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ პროცედურებზე. 

წყარო: 

საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია

Simeoni, C. et al. (2025). Parental presence improves pediatric MRI success without sedation: A prospective randomized study. Frontiers in Pediatrics.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები