ოსიმერტინიბისა და ქიმიოთერაპიის კომბინაცია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მკურნალობაში— კომპანია AstraZeneca ახალ კვლევებს აქვეყნებს

გააზიარე

უახლესი მონაცემებით, კომპანია AstraZeneca-მ არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) EGFR მუტაციის მქონე პაციენტებზე ჩაატარა კვლევა, რომელშიც მკურნალობისას პირველი რიგის თერაპიად, Tagrisso (ოსიმერტინიბი) ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოიყენეს. მესამე ფაზის კლინიკურმა კვლევამ (FLAURA2) აჩვენა, რომ ეს კომბინაცია საშუალოდ ოთხი წლით ზრდის  სიცოცხლის ხანგრძლივობას. Tagrisso-ს მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით და 23%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს.

NSCLC ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. EGFR მუტაცია აშშ-სა და ევროპაში პაციენტების 10-15%-ს, ხოლო აზიაში 30-40%-ს აქვს. კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც მკურნალობა პირველად დაიწყეს და ჰქონდათ ადგილობრივად გავრცელებული (სტადია IIIB-IIIC) ან მეტასტაზური (სტადია IV) EGFRm მუტაციით. ოსიმერტინიბი არის მესამე თაობის EGFRm რეცეპტორის ინჰიბიტორი. მას აქვს დადასტურებული კლინიკური ეფექტიანობა NSCLC-ის დროს, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის მეტასტაზების წინააღმდეგაც.

Tagrisso-ს მონოთერაპია დამტკიცებულია 120-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ, ევროკავშირში, ჩინეთსა და იაპონიაში. იგი გამოიყენება როგორც პირველი რიგის მკურნალობა პროგრესირებულ და მეტასტაზურ EGFR მუტაციებზე. ოსიმერტინიბი ასევე ეფექტურია დაავადების ყველა სტადიაზე, მათშორის არარეზექცირებად ფორმებზეც. 

FLAURA2 კვლევამ აჩვენა, რომ ოსიმერტინიბის და ქიმიოთერაპიის კომბინაციამ საშუალო საერთო გადარჩენა გაზარდა 37.6 თვიდან 47.5 თვემდე. კომბინირებული მკურნალობის ჯგუფში 3-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 63.1% იყო, ხოლო 4-წლიანი – 49.1%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მონოთერაპიის ჯგუფის შესაბამის მაჩვენებლებს (50.9% და 40.8%).

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, Tagrisso-მ სტაბილურად აჩვენა მაღალი საშუალო სიცოცხლის მაჩვენებელი და უსაფრთხოების ნორმალიზებული პროფილი NSCLC-ის ყველა სტადიაზე. ეს კიდევ უფრო ამყარებს მის როლს, როგორც EGFR-მუტირებული ფილტვის კიბოს ძირითადი თერაპიის.“ განახადა AstraZeneca-ს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის კვლევისა და განვითარების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სუზან გალბრეითმა. 

დევიდ პლანშარმა, მედიცინის დოქტორმა და გუსტავ რუსის ონკოლოგიის ინსტიტუტის გულმკერდის ონკოლოგმა, რომელიც იყო კვლევის მთავარი ხელმძღვანელის თქმით: „ფილტვის კიბოს მკურნალობის მთავარი მიზანია პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებით. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ამ კომბინაციას შეუძლია ამ ორივე მიზნის მიღწევა და ადასტურებს, რომ ოსიმერტინიბი, ქიმიოთერაპიასთან ერთად ან ცალკე, არის EGFR-მუტირებული ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის სტანდარტი. ამ ორი მაღალეფექტური ვარიანტის დახმარებით, ექიმებს შეუძლიათ ინდივიდუალურად მოარგონ მკურნალობა და პაციენტისთვის მიაღწიონ საუკეთესო შედეგს.” 

წყარო:

AstraZeneca

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები