პერსონალიზებული მედიცინა მოქმედებაში: სტენფორდის ახალი პრეპარატი სისხლის იშვიათი კიბოს სამკურნალოდ

გააზიარე

მიელოიდურ/ლიმფოიდური ნეოპლაზმების (MLN) ქვეტიპით დაავადებული ადამიანების მხოლოდ ნახევარზე ნაკლებია ცოცხალი დიაგნოზიდან ერთი წლის შემდეგ. ეს სტატისტიკა ხაზს უსვამს ახალი და ეფექტური მკურნალობის კრიტიკულ საჭიროებას, როგორიც პერსონალიზებული მედიცინაა.  სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა ახალი ეპოქის დასაწყისად საკვანძო ნაბიჯი გადადგეს. მათი ფაზა 2 საერთაშორისო კლინიკური ცდის , FIGHT-203-ის ,  შედეგად FDA-მ დაამტკიცა პემიგატინიბი (pemigatinib), პრეპარატი იშვიათი სისხლის კიბოს ტიპებისთვის, რომელსაც FGFR1 გენის ცვლილება იწვევს.

სისხლის კიბოს მკურნალობა საუკუნეების განმავლობაში ძირითადად ქიმიოთერაპიაზე იყო დაფუძნებული. მედიკამენტები უმეტეს შემთხვევაში უჯრედებს განურჩევლად ანადგურებდნენ, რაც ხშირად მძიმედ აისახებოდა პაციენტის ჯანმრთელობაზე. ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა მიზნობრივი თერაპიები, მაგრამ რეალური სამედიცინო რევოლუცია გენეტიკურად პერსონალიზებული მიდგომა აღმოჩნდა.

კვლევის მეთოდოლოგია და პაციენტები

კვლევაში სულ 45 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთაგან თითოეულს FGFR1 გენში ცვლილებით გამოწვეული სისხლის იშვიათი კიბო ჰქონდა. პაციენტები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი: 24 მათგანს დაავადება ქრონიკულ ფაზაში ჰქონდა, რაც შედარებით ნელ პროგრესირებაზე მიუთითებს. ხოლო 18 პაციენტი ტუტე, ანუ ბლასტურ ფაზაში იყო, რაც დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას წარმოადგენს.

მკურნალობის რეჟიმი მკაცრად იყო განსაზღვრული. პაციენტები პრეპარატ პემიგატინიბს იღებდნენ ორი შესაძლო სქემით: დღეში ერთხელ, ორკვირიანი კურსით, რასაც ერთკვირიანი შესვენება მოჰყვებოდა ან ყოველდღიურად, შესვენების გარეშე.

ცდის განმავლობაში, მკვლევარები ყურადღებით აკვირდებოდნენ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მოსალოდნელია ასეთი ტიპის მკურნალობისას. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო სისხლში ფოსფატის დონის მომატება და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ეს გვერდითი ეფექტები დოზის კორექტირებით სრულად კონტროლირებადი იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრეპარატის უსაფრთხოებასა და კარგ ამტანობას.

კვლევის დამაიმედებელი შედეგები

კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყოველივე ქრონიკული ფაზის დაავადების მქონე პაციენტის (23/24) დაავადება გაქრა საშუალოდ  6 კვირიანი მკურანლობის შემდეგ. ბლასტური ფაზის მქონე პაციენტებში სრულად რეაგირების მაჩვენებელი დაახლოებით 44% იყო, რაც ასევე შთამბეჭდავია, თუმცა რეაგირება უფრო მოკლე დროით გაგრძელდა.

პაციენტების მდგომარეობის შეფასებისას კვლევამ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. 12 თვის შემდეგ, ქრონიკული და ბლასტური ფაზის პაციენტების დაახლოებით 78%-მა დაავადების პროგრესირების გარეშე გადატანა შეძლო, რაც ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში სიმპტომების გამწვავება ან ახალი სიმსივნური წარმონაქმნები არ დაფიქსირებულა. პროგრესირების არარსებობა დადასტურდა არა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით, არამედ საჭიროების შემთხვევაში სისხლის, ძვლის ტვინის ანალიზით და IMAGING (CT/MRI/PET) გამოკვლევებითაც. 24 თვის ნიშნულზე აღნიშნული მაჩვენებელი იყო 70%, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პრეპარატის ეფექტურობას ხანგრძლივ პერსპექტივაში. გარდა ამისა, საერთო გადარჩენის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი იყო, პაციენტთა 12-თვიანი გადარჩენა შეადგენდა 79%-ს, ხოლო 24-თვიანი – 72%-ს . ზოგი პაციენტი პრეპარატის მიღების შემდეგ წარმატებით გადაიყვანეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე, რაც შესაძლოა განკურნების ერთადერთი გზა იყოს  ამ დაავადებისათვის.

ფართო პერსპექტივა და მომავალი

FGFR1 გენის ცვლილებებით გამოწვეული მიოელოიდური/ლიმფოიდური ნეოპლაზმები (MLN) რთულად სამკურნალო დაავადებებია, რომელთა ქრონიკული ფაზა ხშირად უახლოეს თვეებში ბლასტურ ფაზაში გადადის. საშუალო გადარჩენის პერიოდი ორ წელზე ნაკლებია. აქამდე მკურნალობის ეფექტური გზები იყო შეზღუდული, განსაკუთრებით ბლასტურ ფაზაში.

პემიგატინიბი მოქმედებს FGFR1 გენის აქტივობაზე და ეხმარება იმ პაციენტებს, რომლებსაც ჯერ ვერ უტარდებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, დაავადების დატვირთვის შემცირებაში. გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს რეციდივის წარმოქმნის ალბათობას ტრანსპლანტაციის შემდეგ. პრეპარატმა ნათლად აჩვენა პერსონალიზებული თერაპიის ეფექტურობა, ის არ ანადგურებს უჯრედებს განურჩევლად, არამედ ზუსტად მიზნად ისახავს გენეტიკურ მიზეზს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადარჩენის შანსებს.

დასკვნა

ეს მიღწევა ხაზს უსვამს, რომ პერსონალიზებული მედიცინა აღარ არის მხოლოდ წარმოსახვის სფერო. პემიგატინიბი უკვე აძლევს იმედს პაციენტებს, რომლებსაც წარსულში მკურნალობის ეფექტური ვარიანტები არ ჰქონდათ. ეს ახალი მიდგომა შეიძლება გახდეს სტანდარტი იშვიათი სისხლის კიბოს ტიპების მკურნალობაში და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მიზნობრივ თერაპიებს სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესონ.

სტენფორდის კვლევა: 

Conger, K. (2025, August 27). Stanford Medicine-led trial leads to FDA approval of drug for rare, deadly blood cancer. Stanford Medicine.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები