შვეიცარიაში მომუშავე ქართველმა ფსიქიატრმა, სალომე თოდუა-ლენნიგკმა ბაზელის უნივერსიტეტში მედიცინის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
მისი სადოქტორო ნაშრომის სახელწოდებაა „სახის ემოციების ამოცნობის უნარები შიზოფრენიის მქონე პირებში და მშობლებთან მიჯაჭვულობის გავლენა“.
სალომე თოდუა-ლენნიგკი შვეიცარიაში 2020 წლიდან მუშაობს — იგი ბაზელის საუნივერსიტეტო ფსიქიატრიული კლინიკების სასამართლო ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კლინიკაში საქმიანობს.
„როცა 1990-იან წლებში ზუგდიდის სოფელ ნარაზენში სახლიდან სკოლამდე დანგრეულ გზაზე მივდიოდით, ალბათ ვერცერთი ვერ ვიფიქრებდით, რომ ერთ დღეს ჩვენი სოფლიდან დაწყებული გზა შვეიცარიის აკადემიურ სივრცემდე მიიყვანდა. სალომეს ეს წარმატება მისი ნიჭის, დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია“, — წერს სოციალურ ქსელში სალომეს ძმა, არჩილ თოდუა.

