ყირიმ-კონგოს ცხელების სამკურნალოდ მეცნიერებმა ინოვაციური თერაპია შეიმუშავეს

გააზიარე

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Riverside) მეცნიერებმა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების (CCHF) სამკურნალოდ ახალი, პერსპექტიული ანტისხეულები აღმოაჩინეს. ტკიპებით გადამდები ეს ვირუსი, რომლის სიკვდილიანობაც 40%-ს აღწევს, დღემდე ფართოდ დამტკიცებული მკურნალობისა და ვაქცინის გარეშე რჩება. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ვირუსის განეიტრალების სრულიად ახალ სამიზნეს — ნუკლეოკაფსიდის ცილას (NP) მიაგნეს.

აქამდე ეს ცილა მხოლოდ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებოდა და თერაპიულ სამიზნედ არ განიხილებოდა. თუმცა, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სპეციფიკურ ანტისხეულს (9D5) შეუძლია მას დაუკავშირდეს, ორგანიზმის იმუნური სისტემა გაააქტიუროს და ცხოველები ლეტალური ინფექციისგან დაიცვას. აღსანიშნავია, რომ ეს ანტისხეულები ვირუსს პირდაპირ კი არ ბლოკავენ, არამედ იმუნიტეტს მის ეფექტურ განადგურებაში ეხმარებიან.

კლიმატის ცვლილების ფონზე ყირიმ-კონგოს ცხელების გამავრცელებელი ტკიპები ახალ, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც ინაცვლებენ, რაც დაავადებას მზარდ გლობალურ საფრთხედ აქცევს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალ აღმოჩენაზე დაყრდნობით, ადამიანისთვის განკუთვნილი თერაპია დაახლოებით 5 წელიწადში გახდება ხელმისაწვდომი და შესაძლოა, სხვა საშიში ვირუსების (მაგალითად, ლასას ცხელების) წინააღმდეგაც აღმოჩნდეს ეფექტური.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები