რეფერენტული ფასების სია ასობით პრეპარატით განახლდა: რომელ მედიკამენტებზე დაწესდა ფასის ზედა ზღვარი?

გააზიარე

„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, იმ მედიკამენტების ნუსხას, რომლებზეც ფასების ზედა ზღვარია დაწესებული, ასობით ახალი დასახელების პრეპარატი დაემატა.

რეფერენტული ფასების სისტემა ამჯერად შეეხო ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება როგორც ქრონიკული დაავადებების, ისე მწვავე ინფექციური პროცესების მკურნალობისას. ჩამონათვალში მოხვდა სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის:

  • ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალებები: Acyclovir, Amoxicillin, Ampicillin, Amikacin.

  • კარდიოლოგიური პრეპარატები: Amlodipine (დიურეტიკებთან კომბინაციაში), Amiodarone, Atenolol.

  • ნევროლოგიური და ფსიქოტროპული საშუალებები: Amisulpride, Aripiprazole, Amantadine.

  • ონკოლოგიური და სხვა სპეციფიკური მედიკამენტები: Anastrozole, Alectinib, Apixaban.

პრეპარატების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: Matsne.gov.ge

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები