ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი იწყება, რომლის ფარგლებშიც კლინიკას ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსი შეემატება. საპროექტო სამუშაოებს საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია „ICME Healthcare“ განახორციელებს, რისთვისაც 1.35 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით, აშენდება ახალი კორპუსი, რომელიც არსებულ 12-სართულიან შენობასთან ინტეგრირდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ სივრცეში გადაინაცვლებს კლინიკის ისეთი კრიტიკული და კომპლექსური მიმართულებები, როგორებიცაა:
-
საოპერაციო ბლოკი;
-
რეანიმაციის დეპარტამენტი;
-
ინტენსიური თერაპია;
-
გადაუდებელი დახმარება (ER);
-
რადიოლოგიის დეპარტამენტი.
რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაც. ამჟამინდელი მდგომარეობით, შენობის არაერთი სართული უფუნქციოა და მნიშვნელოვან მოდერნიზაციას საჭიროებს.
წყარო: BMG

