როგორ შეცვალა AI აპლიკაციამ ზურგის ტკივილის მკურნალობა

გააზიარე

ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალმა აპლიკაციამ, რომელიც ზურგის ტკივილის მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა, მკურნალობაზე მოლოდინის დრო თითქმის ნახევარზე მეტად – 55%-ით  შეამცირა. ამ ფაქტს ადასტურებს კემბრიჯშირსა და პიტერბოროში ჩატარებული კვლევები, რომელიც ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა.

კემბრიჯში დაფუძნებულმა კომპანია Flok Health-მა, NHS Trust-თან ერთად, 3-თვიანი პროგრამა ჩაატარა. ამ პროგრამის ფარგლებში, Flok Health-ის აპლიკაციამ 2,500 საათი დაზოგა, რამაც მედპერსონალს საშუალება მისცა, უფრო მეტი დრო დაეთმო რთული შემთხვევებისთვის. შედეგად, სერვისზე ლოდინის დრო 18-იდან 10 კვირამდე შემცირდა.

კვლევაში დაახლოებით 2,500 პაციენტი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ენის ბოსომი, რომელიც 25 წელია ზურგის ტკივილით იტანჯება. თავდაპირველად ის სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ აპლიკაციის დახმარებით მკურნალობა უფრო ეფექტური და მოტივაციის მომცემი გახდა, ვიდრე – ტრადიციული ინსტრუქციებით.

Care Quality Commission-ის მიერ რეგულირებული პირველი აპლიკაცია პაციენტებს, ტკივილის დონის გასაზომად,  რამდენიმე კითხვას უსვამს და შემდეგ პერსონალურად მათზე მორგებულ სავარჯიშო გეგმას ადგენს. ცდების შედეგები ასეთია:

  • პაციენტების 80%-მა აპლიკაცია პირისპირ დახმარების ექვივალენტად ან უფრო უკეთესად შეაფასა.
  • პაციენტების 98% ამ მეთოდით განიკურნა და მხოლოდ 2%-ს დასჭირდა პირადი ვიზიტი.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს, არსებობს გამოწვევები მონაცემების დაცვასა და მკაცრი რეგულაციების აუცილებლობის შესახებ. Health Foundation-ის 2024 წლის კვლევის მიხედვით, ყოველი ექვსი ადამიანიდან ერთი თვლის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ჯანდაცვის ხარისხი გააუარესოს.

ფიზიოთერაპევტი კირსტი ჰენდერსონი, რომელიც აპლიკაციის შექმნაში მონაწილეობდა, ამბობს: “ასეთი ტექნოლოგიები ფიზიოთერაპევტებს ვერ ჩაანაცვლებს. პირიქით, ის გამოათავისუფლებს მათ დროს და ისინი უფრო მარტივად დაეხმარებიან იმ პაციენტებს, ვისაც, რთული მდგომარეობის გამო, უშუალო დახმარება სჭირდებათ. ასეთი ადამიანები ყოველთვის იარსებებენ”.

წყარო:  FlokHealth

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები