საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ლ. მანაგაძის სახელობის ცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

გააზიარე

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ოფიციალური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაციენტის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა როგორც ოჯახისთვის, ისე მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის.

ამასთან, ვთვლით, რომ საზოგადოების ინფორმირების პროცესში აუცილებელია დაცული იყოს ეთიკური და სამართლებრივი ნორმები. შესაბამისად, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:

სამედიცინო სერვისის ხარისხის შემოწმება მხოლოდ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული სასამრთლო-სამედიცინო ექსპერტიზის პრეროგატივაა. მოცემულ ეტაპზე არ არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა სიკვდილის მიზეზს და მის შესაძლო კავშირს ჩატარებულ მანიპულაციასთან. შესაბამისად, სიუჟეტები, რომელიც ექიმს დამნაშავედ აცხადებს, არღვევს როგორც სამართლებრივ, ისე პროფესიული ეთიკის ნორმებს.

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიებას, რომელიც დაეყრდნობა მხოლოდ მყარ მტკიცებულებებსა და ექსპერტების დასკვნებს.

მოვუწოდებთ საზოგადოებასა და მედიას, თავი შეიკავონ წინასწარი, დაუსაბუთებელი შეფასებებისა და ბრალდებებისგან. დაველოდოთ კომპეტენტური ორგანოების ოფიციალურ დასკვნებს, რათა გამოირიცხოს ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულების საქმიანი რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვა და არამართლზომიერი ზეწოლა სამედიცინო პერსონალზე“.

წყარო: საქართველოს უროლოგთა ასოციაცია

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები